გიორგი ანდრიაძე რუსული კვლევის შედეგებს აპროტესტებს
12:47 11-04-2013
ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის დირექტორი, გიორგი ანდრიაძე მოსკოვის სამედიცინო გენეტიკური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აპროტესტებს , რომლითაც აფხაზებისა და სომხების გენეტიკური ნათესაობა დაფიქსირდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტიდან აცნობეს, 2010 წლის შემოდგომაზე ქართულ უნივერსიტეტში ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტი დაიწყო, რომელიც მაქს პლანკის ინსტიტუტში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მეცნიერის, ივანე ნასიძესთან თანამშრომლობით წარიმართა.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ნასიძის გარდაცვალების გამო, პროექტი მოსკოვის სამედიცინო გენეტიკური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით გაგრძელდა. პირველ ეტაპზე ჩატარდა ორი პოპულაციის, ლაზებისა და იმერლების გენეტიკური კვლევა, რომლის მონაცემების პრეზენტაცია 2012 წლის 31 იანვარს შედგა. კვლევა დაფუძნებული იყო მამაკაცის სასქესო ქრომოსომაში ლოკალიზებულ გენებზე (Y STR, SNP-ს), რომელიც მოსკოვის ზემოაღნიშნულ ცენტრში ჩატარდა. აღნიშნულით რუს კოლეგებთან თანამშრომლობა დაიწყო. თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა. ქართული უნივერისტეტის გენეტიკური კვლევის სამაცნიერო პროექტის ფარგლებში მოსკოვის გენეტიკური კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლმებთან ერთად იმერეთში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სამეცნიერო ექსპედიციები განხორციელდა.
"ჩვენთან შეუთანხმებლად რუსმა კოლეგებმა მოამზადეს სტატია, რომლის სათაურიც არის ,,აფხაზ - ადიღეური ხალხების, ქართველებისა და სომხების გენოფონდების შედეგების ანალიზი ევრაზიულ კონტექსში". აღნიშნული სტატიის თანაავტორად მითითებული ვარ მეც, როგორც ლაზებისა და იმერლების ბიოლოგიური მასალის შემგროვებელი. სტატიის პროექტის გამოგზავნისას 2012 წლის დეკემბერში, ჩვენი პრექტის სახელით დაფიქსირებულ იქნა პოზიცია, რომ არ ვეთანხმებოდით სტატიაში გამოთქმულ დასკვნას ,,აბაზების აფხაზეთის ტერიტორიიდან ჩრდილოკავკასიაში მიგრაიცის შესახებ", რისი მიხედვითაც აფხაზეთის ავტოქტონ მოსახლეობად ცხადდებოდა აბაზა-აფსუების ტომი და არა ქართული (მეგრულ-სვანური) მოსახლეობა. სამწუხაროდ, ჩვენი ეს შენიშვნა გამოსაცემად ჩაშვებულ სტატიაში, გათვალისწინებული არ იქნა. ამასთანავე სტატიაში, რომელიც 4 დღის წინ მივიღეთ, დაფიქსირებულია ისტორიოგრაფიაში გაუგონარი ვერსია _ აფხაზებისა და სომხების გენეტიკური ნათესაობის შესახებ. მესამე, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფაქტი არის სტატიაში ცალკე სახელმწიფოდ აფხაზეთის მოხსენიება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოვთქვამ პროტესტს ასეთი პოლიტიზირებული და არამეცნიერული მიდგომებისადმი, რაც დიდი იმედი მაქვს ჩვენი რუსი კოლეგებიდან ნამდვილად არ მომდინარეობს, რომლეთა მიმართაც პირადად დიდი სიმპატიითა და პატივისცემით ვარ განმსჭვალული", _ აცხადებს ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის დირექტორი გიორგი ანდრიაძე.
აღნიშნულ კვლევაზე დღეს ქართულ უნივერსიტეტში ანდრიაძე პრესკონფერენციას გამართავს.
ამასთან, ქართული უნივერსიტეტის ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტი სხვადასხვა ქვეყნების გენეტიკური კვლევების ცენტრებთან თანაშრომლობით ხორციელდება, რომლის პირველად შედეგების პრეზენტაციაც 16 აპრილს შედგება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...protestebs.html
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...