
”დღეს დილიდან საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდა პოპულარული საგადამხდელო ინტერნეტ სერვისი PayPal-ი.
ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ თანხის გაგზავნა. PayPal-ის ჩართვასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში რამდენიმე საათში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც სავარაუდოდ გაირკვევა დაემატება თუ არა ახლო მომავალში მიღება/გამოტანის სერვისიც.
შეგახსენებთ, რომ PayPal-ი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან საგადამხდელო ინტერნეტ სისტემას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მომხმარებელს შეეძლება ინტერნეტში მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ათასობით პოპულარულ გლობალურ ელექტრონულ მაღაზიებში სასურველი ნივთი შეიძინოს, ასევე ისარგებლოს PayPal-ით სხვა და სხვა ინტერნეტ სერვისის სარგებლობისას.”
ნავიგატორი