მოგეხსენებათ სამყაროს მასშტაბები, უდიდესი ენერგიაა სამყაროში მიმოფანტული... შეხედეთ ტელესკოპის მიერ გადაღებულ სამყაროს იმ მცირე ნაწილს, რომლის დანახვაც შევძელით...
და გგონიათ ამხელა სამყაროში მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ? მხოლოდ ადამიანები? დედამიწაზე,ც მხოლოდ ადამიანებს გვგონია ვარსებობთ... გვგონია, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ,შევიყვაროთ...
ადამიანს ამ სამყაროში ყოფნის ბედნიერება რამოდენიმე წელიწადი აქვს და მაინც არ გვყოფნის... პეპელას, როცა რამოდენიმე საათის ცხოვრების შესაძლებლობა აქვს დავკრავთ ხოლმე ხელს და მოვკლავთ, "მერე რა ის ხომ პეპელა იყო"... გავიმართლებთ თავს... ჩვენი კეთილდღეობისთვის ადვილად შეგვიძლია მოვუსპოთ სიცოცხლე ცოცხალ არსებას... ძაღლი, რომელიც ადამიანის უერთგულესი მეგობარია, ვიჭერთ და ასეთ სისასტიკეებს ვუკეთებთ

უამრავი სევდიანი ისტორია წამიკითხავს ფლორა-ფაუნის განყოფილებაში, პირადად მეც გადამხდენია ცხოველებზე ცუდი ისტორიები
მოკლედ მაინტერესებს ზოგადად სამყაროსთან მიმართებაში რელიგიის დამოკიდებულება, რატომ მიაჩნია რელიგიას ადამიანი უკეთეს ქმნილებად ვიდრე უერთგულესი ცხოველი ძაღლი, პატრონები მიატოვებენ თავშესაფრებში და იქ ვერ უძლებენ უპატრონობას და მწყურვალ-მშივრები იხოცებიან, მართლა ასეთი უამრავი შემთხვევა ხდება გადაიხედეთ ფლორა და ფაუნის განყოფილებაში და ამში დარწმუნდებით...
http://ka.wikipedia.org/wiki/სამყარო*******************************************************************************************
mepar მოგესლამებით მე მინდა ერთო პროვოკაციული მაგრამ საკმაოდ საინტერესო კითხვა დაგისვათ რელიგიისა და სამყაროს მიმართების შესახებ. მოგეხსენებთ რელიგია საკამაოდ მწირ (მიამიტურ) და არასრულ ინფორმაციას გვაწვდის სამყაროს სიდიადის და მასშტაბების შესახებ... თანამედროვე მეცნიერებამ კი დაგვანახა რაოდენ დიდია ღმერთის შემოქმდება.
სანამ კითხავზე გადავალ მინდა ერთგვარი მათემატიკური მსჯელობა შემოგთავაზოთ რომელიც მოგვცემს ინდუქციური მსჯელობის საშუეალებას რის შემდეგადაც მნიშვნელოვან დედუქციურ მტკიცებას ან გნებავთ არგუმენტს მივიღებთ:
თანადროვე ასტროფიზიკა ზუსტ რიცხვს ვერ იძლევა თუ რამდენი გალაქტიკა არის სამყაროში... ტელესკოპების განვითარებასთნა ერთად რიცხვი მატულობს და მატულობს სამყაროს კიდეს ადამიანის თვალი ჯერ ვერ მიწვდა
თანამედროვე ასტროფიზიკა ითვლის დაახლოებით 100 მილიარდ გალაქტიკას. თითოეული გალაქტიკა შეიცავს საშუალოდ 100 მილიარდ ვარსკვლევს
რაც ნიშნავს რომ:
100 000 000 000 *100 000 000 000= 10,000,000,000,000,000,000,000 (ვარკვლავს სამყაროში), ანუ 10 ათას მილიარდ ვარკვლავს, უფრო სწორად რომ ვთქვათ 10 სიქსტილიონს.
თანამადროვე მეცნიერებას საკამოდ უჭირს პლანეტების აღმოჩენა რომელიც გრანდიოზულ მანზილით არის დაშორებული დედამიწას, რადგან მათ საკუთარი სინათლე არ გააჩნიათ და პლანეტა საკმაოდ ახლოს უნდა იყოს ვარკვლავთან რომ ის გამოჩნდეს, თუმცა რევოლუციურმა სიახლეებმა გარდატეხა შეიტანა პლანეტათა აღმოჩენაში და ათასობით პლანეტა იქნა აღმოჩენილი, მეცნირებამ დაასკვნა რომ ვარკვსლევის გარშემო პლანეტარული ოჯახის შექმნა საკამოდ გავრცელებული შემთხვევაა და ჩვენი მზის სისტემა განსაკუთრებულ გამონაკლის არ წარმოადგენს....
მეცნიერები გვთავაზობენ სტატისტიკურ შეფარდებას რომ ყოველ მილიონ ვაარსკვლავში არის მხოლოდ ერთი ვარსკვლავი რომელსაც ყავს პლანეტარული ოჯახი, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოდ ჩვენი მაგალითით, რომ ყოველ პლანეტარულ ოჯახში ერთი პლანეტა გახლავთ ისეთი რომელზეც სიცოცხლე არის შესაძლებელი.... ეხლა კი გამოვთვალოთ დაახლოებით რამდენი პლანეტარული ოჯახი არსეობობს სამყაროში და რამდენი შესაძლებლობაა სიცოცხლის
ეს გახლვათ 10 სიქსტილიონი შეფარდებული 1 მილიონთან
10,000,000,000,000,000,000,000 /1000000=10,000,000,000,000,000,000,000 პლანეტარულ სისტემას
მოდით მაინც შევამციროთ შესაზლებლობა და ვთქვატ რომ სიცოცლის შესაძლებლობას ჭირდება საკმაოდ იშვიათი პირობები წყალი კარგი მდებარეობა მზესთან ამასთან პლანეტა არ უნდა იყოს დიდი (რომ ატმოსფეროში ბევრ გაზს და აზოტს შეიცავდეს) და არც ისე პატარა რომ ატმოსფერო ვერ შეიკავოს საკმარისი გრავიტაციის უქონლობის გამო, ანუ მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ სიცოცხლის არსეობისთვის პლანეტა გაჭრილი ვაშლივით უნდა გავდეს დედამიწას(ზომით, წყლის არსეობობით და ვარკვლევისგან დაშორებით)
მოდით ვივარაუდოთ რომ ასეთი პლანეტა შეიძლება არსეობობდეს მილიონ პლანეტარულ სისტემაში მხოლოდ ერთი რაც ნიშნავს:
10,000,000,000,000,000,000,000 / 1 000, 000=10 000, 000,000
ანუ მარტივი არითმეტიკა, სტატისტუკური გამოთვლა და ლოგიკა გვეუბნება რომ იმ სამყაროში რაც თანამედროვე მეცნიერებას ყავს აღრიცხული დაახლოებით 10 მილიარდი სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტა უნდა არსეობობდეს
10 მილიარდი!!!!!!
თავად წამორიდგინეთ ამ ციფრის სიდიდე და მნიშვნელობა
რაც ნიშნავს თუკი ჩვენ (ან თქვენ) მაინც დაიჟინებთ რომ სამყაროში ერთად ერთი სიცოცხლის ფორმა მხოლოდ დედამიწაზეა ეს ნიშნავს რომ თქვენ შეიძინოთ 10 მილარდიან ტირაჟის ლატარეის 1 ბილეთი და მოიგოთ ჯეკ პოტი, გნებათ უფრო გავართულებ ამის შესაძლებლობას: მაგალიტად შეიძინოთ მილიარდიანი ტირაჟის ლატარეის ბილეთი 10 ჯერ და ათივეჯერ მოიგოთ ჯეკ პოტი!!
თუ თქვენ გჯერავთ რომ სიცოცხლე მარტო დედამიწაზეა დაიჯერეთ ეს შესაძლებლობაც!!!
ყოველივე ზიმოთქმულიდან გავბედავ და ვასკვნი რომ სხვაგან სიცოცხლის არსეობის შესაძლებლობა გაცილებით მეტია ვიდრე შესაძლებლობა რომ ის არ არსებობდეს. აქედან გამომდინარე შეიძება არსეობობდეს განვითარებული ცივილიზაციები და განვითარების პროცესში მყოფი ცივილიზაციები რომლებიც განვითარებით ჩვენ ჩემოგვრჩებიან (მანძილი) ჩვენსა და მათ შორის იმდენად დიდიაა რომ შეუძლებელს ხდის კონტაქტს რადგან უახლოესი ვარკსვლავი რომელიც ჩვენი მზის სისტემიდან არის დაშორებული 170 მილიონი სინათლის წელია, რაც ნიშნავს რომ იმ ვარკვლავს რომ მივაღწიოთ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ გვექნებბა სინათლის სიჩქარე 170 მილიონი წელი დაგვჭირდება, დამეთნახმთ ამას ვერც ერთი ეკიპაჟი ვერ გაუძლებს, სწორედ მა ფაქტის გამოო მათთან კონტაქტის შესაძლებლობაში ეჭვი მეპარება და ჭორები რომ ისინი სადმე ნახეს და ადამიანებს იტაცებენ ან შიზოფრენია ან უბრალოდ აფიორა
მოგეხსნებთ ბიბლიაა ამტკიცებს რომ ღმერთმა შექმნა ადამინი "ხატად თვისსა"-ო ანუ ადამინი წარმოადგენს ღვთის ხატს
ეხლა კი, მინდა ვკითხო პატივცემულ მორწმუნეებს:
1.თუ სხვა ცივილიზაციები არსებობს და ის ცივილიზაციები ჩვენზე განვითარებულებიც არიან მაშინ ისინი ვის ხატს წარმოადგენს????
2. თუ ისინიც ღვითს ხატები არიან (და ამავე დროს არც ფიზიკურად არც მორალურად ჩვენ არ გვგანან) მაშინ როგორია ღვთის ხატი?
გაეცით ამ ორ კითხვაზე პასუხი ისე რომ თან შეეცადეთ რომ ბიბლიის კონტესტიდან არ ამოვარდეთ
Taba:
რადგან ორი თემა გაერთიანდა და სავსებით სწორად რადგან ერთი თემის მასალაა , მეორე თემის არსი რომ არ დაიკარგოს ,
რადგან გაერთიანების შემთხვევაში პოსტები სორტირება თარიღის მიხედვით ხდება, ვაკოპირებ მეორე თემის პირველ პოსტს აქ , თემის ქვესათაურად მეორე თემის სათაურს This post has been edited by Taba on 16 Sep 2010, 15:06