ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ინტერნეტ-გადარიცხვების სისტემა Paypal-ით სარგებლობა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, დღეიდან გლობალური ანგარიშსწორების წამყვანმა კომპანია „ფეიფალმა“ საქართველო ოფიციალურად ჩასვა იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც მისი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ.
როგორც ქუმსიშვილმა განმარტა „ფეიფალი“ საშუალებას აძლევს ცალკეულ მომხმარებლებს შეიძინონ მათთვის სასურველი ბრენდების ნაწარმი უსაფრთხოდ.
„ფეიფალი იძლევა გლობალური ვაჭრობის საშაულებას, დაწყებული ბატარა ბუტიკებიდან წამყვანი ინტერნეტკომპანიების ჩათვლით, როგორიცაა მაგალითად, e-Bay. ეს ქართველი მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ მათთვის სასურველი ნაწარმი ან მომსახურება, დაწყებული მოდური ნივთებით თუ ტექნიკით შეიძინონ სხვადასხვა ქვეყნებიდან“, - აღნიშნა ქუმსაშვილმა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ფეიფალის სერვისებით ისარგებლოს, საქართველოში მცხოვრები ინტერნეტმომხმარებელს უკვე შეუძლია ქართული მისამართით და საქართველოში მოქმედი ბანკების ანგარიშით დარეგისტრირდეს კომპანიის ოფიციალურ გვერდზე - www.paypal.com.
ქუმსიშვილის განმარტებით, დასარეგისტრირებლად და შემდგომ ინტერნეტშესყიდვების საწარმოებლად მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ვიზა ან მასტერქარდ ბარათები.
„ფეიფალის“ საშუალებით, მომხამარებლებს საშუალება ექნებათ ფიზიკური საქონლის გარდა, ციფრული საქონელიც შეიძინონ, ისეთი როგორიცაა მუსიკალური ნაწარმი, ფილმები, თამაშები ან სამოგზაურო ტურები.
ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველო 2007 წლის შემდეგ პირველი ქვეყანაა, რომელიც Paypal-ის სისტემაში ჩაერთო.
ქუმსაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი Paypal-თან უკვე წელიწადზე მეტია აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა საქართველო კომპანიის სარეგისტრაციო ფორმაში საქართველოს ჩართვის შესახებ. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, საქართველო არის 110-ე ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მსხვილ საგადამხდელო სისტემაში გაერთიანდა.
საინტერესოა, რომ "ფეიფალის" საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გუშინ ჰაკერებმა რამდენიმე ქართულ ვებსაიტზე ფიშინგი მოაწყეს. მათ შექმნეს paypal-ის შესვლის გვერდის ასლი, რათა მომხმარებელმა საკუთარი მონაცემები შეიყვანონ. შედეგად ჰაკერები იგებენ მომხმარებლის ბარათის ნომერს, ასევე პინ-კოდს და ანგარიშიდან თანხას ხსნიან.
წყარო:
http://news.ge/ge/news/story/51520-dgheida...bloba-sheudzlia This post has been edited by Vashakidze on 11 Apr 2013, 13:18