კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ახალაიას სახელით გავრცელებული მიმართვის ნამდვილობას ადასტურებს. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა news.ge-ს განუცხადა.
განცხადების ნამდვილობას უარყოფს უფლებადამცველი თეა თუთბერიძე. მისი თქმით, ეს ინფორმაცია ახალაიას ოჯახის წევრებთან გადაამოწმა, რომლებმაც მსგავსი განცხადების არსებობა უარყვეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუკში“ დათა ახალაიას სახელით გავრცელდა მიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციისა და პატიმრების წამების კადრების ავტორი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილია.
„მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის – ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობებ ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი“,- წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იალღუჯაზე ქართველი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიუანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ბაჩ ახალაის ასამართლებენ.
„აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია – საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მალე დათა ახალაია საქართველოში ჩამოსვლასა და ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას აპირებს, რომელიც მის მიმართ არსებობს.
"ფეისბუკის" პროფილი სულ რამდენიმე საათის გახსნილია.
http://news.ge/ge/news/story/51963-data-ak...obas-adasturebs This post has been edited by justdoit on 15 Apr 2013, 22:14
absence of evidence is not evidence of absence Somewhere, something incredible is waiting to be known
"ჩვენისთანა бедныйერი, არის განა სადმე ერი?!" ツ