კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართვა არ დააკმაყოფილა. როგორც კომისიის დღევანდელი სხდომის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა შალვა ლომსაძემ განაცხადა , პარტიის წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე ტელეკომპანია "მაესტრომ", "მე-9 არხმა" და "იმედმა" უარი განაცხადეს, რის გამოც სამართალდარღვევათა ოქმი უნდა შემდგარიყო.
კომუნიკაციების კომისიამ "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა ტელეკომპანიებისთვის სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა განმარტა, კანონი მაუწყებლებს შუალედური არჩევნების პროცესში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას არ ავალდებულებს.
"ამიტომ არ დაკმაყოფილდა "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება "მაესტროს", "მე-9 არხისა" და "იმედის" სანქცირების შესახებ", - განაცხადა ყურაშვილმა.
თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისია ყველა ეროვნულ მაუწყებელს უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დროის გამოყოფის რეკომენდაციით მიმართავს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...akmayofila.htmlნუ, ემ ჩემდათავად დავამატებ, რო ტრაილერსაც დასჯახებია პატრონი
აბა რა ეგონათ?