#35982591 · 12 Apr 2013, 00:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ შეგიძლიათ გამეცით ამ კითხვებზე პასუხი 1. რას ნიშნავს ტერმინი გონივრული თავდაცვა ? a) უპილოტო საფრენი აპარატების საბრძოლო გამოყენება b) მართვადი საბრძოლო მასალების განვითარება c) მცირე და საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის რაკეტების განვითარება d) რესურსების თავმოყრა და შესაძლებლობების გაზიარება
2. აშშ-ის ფლოტის გარდა, ნატო-ს რომელ ქვეყანას აქვს ბირთვული ავიამზიდი ? a) იტალია b) დიდი ბრიტანეთი c) საფრანგეთი d) ესპანეთი
3. ნატო-ს რომელ მაღალ თანამდებობას იკავებს დანიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ? a) სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე b) გენერალური მდივანი c) ევროპის გაერთიანებული უმაღლესი მთავარსარდალი d) გენერალური მდივნის მოადგილე
4. ნატო-ს რომელი ორგანოა პასუხისმგებელი დაიცვას ალიანსი კიბერ თავდასხმებისგან და მოახდინოს შესამაბისი რეაგირება? a) NPO b) NCI c) STO d) NPG
5. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ იყო ნატო-ს მისია ბალკანეთში ? a) KFOR b) Operation Joint Endeavour c) Operation Allied Protector d) Operation Allied Force
6. ნატო-ს რომელი ანტიტერორისტული მისია ფუნქციონირებს ხმელთაშუა ზღვაში ? a) Operation Active Endeavour b) Operation Unified Protector c) Operation Ocean Shield d) Operation Enduring Freedom
7. რომელმა ქვეყნებმა მოაწერეს ხელი პარტნიორობა მშვიდობისათვის ინიციატივას პირველებმა ? a) ლატვია და ესტონეთი b) პოლონეთი და სლოვაკეთი c) რუმინეთი და ლიტვა d) ჩეხეთი და ბულგარეთი
8. ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებიდან რომელი არ არის ბირთვული იარაღისაგან თავისუფალი ზონის წევრი ? a) ლიბია b) მექსიკა c) ალჟირი d) უკრაინა
9. რატომ არ არის საფრანგეთის გვიანა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მე-5 მუხლით დაცული ? a) ხელშეკრულება ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების ჯარები განთავსებულ იყვნენ ხელმოწერის დღიდან b) ხელშეკრულება შემოიფარგლება იმ ტერიტორიებით, რომლებიც ეკვატორიდან ჩრდილოეთით 23° განედის ხაზის ზემოთ არიან განთავსებულები c) ხელშეკრულება არ იცავს ნატო-ს ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიას d) ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვას
10. ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყანა გახდა ნატოს წევრი, ალიანსის 60 წლის იუბილეზე ? a) ალბანეთი b) რუმინეტი c) მაკედონია d) მონტენეგრო
11. ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემიდან რომელ ელემენტს არ მიუღწევია ურთიერთთავსებადობისათვის ? a) შორმანძილიანი სარადარო სადგური – თურქეთი b) based interceptors - რუმინეთი c) აეგის სისტემის საბრძოლო ხომალდები - ხმელთაშუა ზღვა d) მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები - გერმანია
12. ჩამოთვლილთაგან რომელ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მიუღია სამხედრო დახმარება ნატოსაგან ? a) ევროკავშირს b) აფრიკის კავშირს c) არაბული ქვეყნების ლიგას d) გაერთიანებული ერების ორგანიზაციას
13. რა მოყვება 2014 წელს ISAF მისიის დასრულებას ? a) ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ახალი საბრძოლო მისია ავღანეთის მხარდასაჭერად b) ავღანეთში გარე ჩარევის არარსებობა c) ახალი არასაბრძოლო მისია ავღანეთის შეარაღებული ძალების გაწვრთნის და მომზადებისთვის d) ახალი არასაბრძოლო მისია ავღანეთში დემოკრატიული პრინციპების მონიტორინგისათვის
14. რომელ წელს დააბრუნა თავისი ჯარი საფრანგეთმა ნატოს სამხედრო სარდლობის დაქვემდებარებაში ? a) 2009 b) 2004 c) 1989 d) არასოდეს გაუყვანია თავისი სამხედრო ძალები
15. რა არის ნატოს ოფიციალური დევიზი? რომელიც ასევე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ოთახის კედელზე არის აღბეჭდილი ? a) Peace and security b) Free minds in open consultation c) United in diversity d) One vision, one identity, one community
16. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ევროკავშირის “პეტერბერ” მისიის ნაწილი ? a) ჰუმანიტარული და სამაშველო მისია b) სამშვიდობო მისია c) ტერიტორიული დაცვის d) საბრძოლო ძალების მისია კრიზისების მართვაში, მათ შორის სამშვიდობო ოპერაციებში
17. ჩამოთვლილთაგან რომელი ქვეყნის შემთხვევაში მოხდა ნატო-ს გაფართოება მხოლოდ ერთი ქვეყნით ? a) უნგრეთი b) ესპანეთი c) საბერძნეთი d) ფინეთი
18. ჩამოთვლილთაგან რომელი ნატოს ცენტრი სთავაზობს ტრეინინგებს მაღალი დონის თვითნაკეთი ფეთქებადი ხელსაწყოების დემონტაჟს ? a) Centre of Excellence in Vilnius b) Centre of Excellence in Rome c) Centre of Excellence in Ingolstadt d) Centre of Excellence in Madrid
19. რომელი ინსტრუმენტი არ იქნა გამოყენებული ნატო-ს მიერ ლიბიის ოპერაციაში ? a) საარტილერიო ცეცხლი b) ემბარგო შეიარაღებაზე c) არა-საფრენი ზონა d) საჰაერო თავდასხმა
20. დაასრულეთ წინადადება: 2001 წლის იანვარში ავსტრია დაუმეზობლდა... ? a) ნატოს წევრ 2 ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის წევრ 3 ქვეყანას b) ნატოს წევრ 3 ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის წევრ 4 ქვეყანას c) ნატოს წევრ 4 ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის წევრ 4 ქვეყანას d) ნატოს წევრ 4 ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას
|