http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ri-daakava.htmlშსს-მ ცხრა ავტომანქანის გაქურდვისათვის ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1993 წელს დაბადებული ლაშა დ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულებმა 4 აპრილს, თბილისში, დედოფლისწყაროს, წურწუმიას და ქურხულის ქუჩებზე, ღამის საათებში, ცხრა სხვადასხვა მარკის ავტომანქანის მინა დააზიანეს და მაგნიტოფონები, პანელები და პულტები მოიპარეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მეტრო-სადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის (ქურდობა) მე–3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 1–ლი განყოფილება აწარმოებს.
ლაწირაკი დედით ###ები, წადი რა წიგნი აიღე შე ტურაშვილის სიტყვებო, ეხლა ხეხოს დანგრეული ცხოვრება.