საკადრო პოლიტიკა და რესურსი რეგიონებში. რა მდგომარეობაა. ამჯერად ჩოხატაურის მაგალითზე.
"ერთი ჩოხატაურელი 5 თებერვალს შეტანილ განცხადებაში აღნიშნავს: "გთხოვთ, გამოთავისუფლებულ ვაკანსიაზე საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად განიხილოთ ჩემი კანდიდატურა". იმავე დღეს, იგივე პიროვნებას კიდევ ერთი განცხადება შეაქვს და წერს: "გთხოვთ, გამოთავისუფლებულ ვაკანსიაზე კულტურის, განათლების და სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად განიხილოთ ჩემი კანდიდატურა".
"ერთ-ერთი (ყოფილი) ჩინოვნიკის კადრების აღრიცხვის პირად ფურცელში ვკითხულობთ: "განათლება _ საშვალო".
"კიდევ ერთ ჩინოვნიკს კი კადრების აღრიცხვის პირად ფურცელში, განათლების გრაფაში უწერია: "ქართული".
"გთხოვთ, ვაკანსიის შემთხვევაში განიხილოთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ან ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა. ამ ვაკანსიების არქონის შემთხვევაში, თქვენს მიერ შემოთავაზებული სამსახურის."
ხალხს უნდა დასაქმება და რა ქნან. ამ სტატიაში სხვა საკითხებზეცაა ყურადღება გამახვილებული.
სახალისოა, როცა საჯარო სამსახურის მაძიებელი წერს: ეროვნება- ქართველი , განათლება -ქართული . სქესის გრაფა არ ჩანს , მაგრამ ეწერება -მამრული . სამაგიეროდ რუსული იცის მხეცური .
კადრები წყვეტენ ყველაფერს. ახსოვთ ეს .
http://www.gurianews.com/index.php?option=...7-22&Itemid=125
მიმაგრებული სურათი