ომპანიების ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერებით უკმაყოფილოა.
საპროექტო კომპანია „ბითი“–ს მენეჯმენტში რადიო „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ კომპანია ტენდერებში მონაწილეობით დაინტერესებულია. თუმცა, ტენდერების სიხშირითა და თავად მშენებლობის პროცესის მიმართ ახალი მთავრობის დამოკიდებულებით უკმაყოფილო არიან.
კომპანიაში განმარტავენ, რომ გასულ წლებში ძალიან ბევრი საპროექტო საქმე ჰქონდათ, ხოლო ამ ეტაპზე პრაქტიკულად გაჩერებულები არიან. მათივე განცხადებით, ახალი მთავრობა სოციალურ პროექტებზეა ორიენტირებული და ინფრასტრუქტურული პროცესები მათთვის ნაკლებად პრიორიტეტულია. კომპანია „ახალმშენშიც“ ამბობენ, რომ ტენდერებში მონაწილეობას გეგმავენ.
თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ტენდერების გამოცხადებით, რეალურად მხოლოდ მთავრობა და ბიუჯეტი სარგებლობს, თავად წარმოების განვითარებას კი ეს პროცესი არ უწყობს ხელს.
http://www.commersant.ge/index.php?id=15999როდემდე იქნება მშენებლობები გაყინული?
ციკლიდან ეკონომიკის "აყვავება"