გიორგი მარგველაშვილის მილოცვა "ნაცმოძრაობას"
12 აპრილი 18:55693
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი "ნაცმოძრაობას" ულოცავს რომ პარტია "პიარში ასეთი კარგია".
გიორგი მარგველაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობას" ერთი და იგივე თემის 800-ჯერ დატრიალება შეუძლია.
"მე კიდევ ერთხელ ვოლოცავ "ნაციონალურ მოძრობას", რომ ასეთი კარგია პიარში, რომ 115-ე ათასჯერ ერთი და იგივე თემას ატრიალებენ. ბიძინა ივანიშვილი ამ ხნის განმავლობაში ერთსა და იმავეს ამბობს, რომ უბრალოდ უნდა ითქვას სიმართლე და ესაა ამოსავალი. საუბარი უნდა იყოს სიმართლიდან და არა ინსინუაციებიდან გამომდინარე. მაინც ახერხებენ, რომ რაღაცნაირად, სხვანაირად ამბობენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება მიხელ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი არ აპირებს თანამშრომლობას 2008 წლის ომის გამოძიებასთან, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ დარდობს "მისი სამართლებრივი აზროვნების ამ ეტაპის თაობაზე".
26 მაისის აღლუმთან დაკავშირებით კი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს რომ სამხედრო ძალები არის ის ბურჯი და ის სიამაყე, რომელზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფო და ეს სიამაყე უნდა გამოვლინდეს 26 მაისსაც.
"რა ფორმით და როგორ მოხდება ეს, ამ ეტაპზე ვმუშაობთ. ესაა ის ხალხი ვინც უკვე თავი გასწირა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და ვიარსებოთ როგორც ცივილიზებულმა სახელმწიფომ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
http://news.ge/ge/news/story/51739-giorgi-...-natsmodzraobas
P.S. ის ამდენ გაპრავებას და გულზე მჯიღის ცემას, არ ჯობია უბრალოდ უთხრან თავიანთ პატრონს რომ უაზროდ ბლუყუნს შეეშვას?
This post has been edited by The13thFloor on 12 Apr 2013, 21:42