საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ ელექტრონულ მისამართზე, დღეს, დილის 10:06 საათზე გიორგი უდესიანის სახელით, შემოვიდა განცხადება, სადაც განცხადების ავტორი ხვალ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ საუბრობს.
გამომდინარე თემის ხასიათიდან, სააგენტო „ნიუსპრესი,“ განცხადებას აბსოლუტურად პირვანდელი სახით, უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა განვაცხადო,რომ დათა ახალაიასაგან და ვანო მერაბიშვილისაგან დავალებული მაქვს
საქართველოში კრიმინოგენური ფონის აწევის ილუზიის შექმნის ორგანიზება და ასევე
თბილიში19 აპრილის ჩანიშნული მიტინგის პროვოკაცია - ტერაქტი ნაციონალური მოძრაობის
წინააღმდეგ! ამ ყველაფრის უშუალო შემსრულებლები კუდის და შსს-ს თანამშრომლები არიან.
კატეგორიულად ვახადებ,რომ მე ჩემი მხრიდან ვემიჯნები აღნიშნულ ჩანაფიქრს და მხად ვარ
დავასახელო ტერაქტის ყველა შემკვეთი და მონაწილე პირი. მე ჩემ მხრივ ვეთიშები
ნაციონალური მოძრაობას და ვაცხადებ რომ თუ განხორციელდა რაიმე პროვოკაცია,პირადათ მე არანაირი კავშირი ამასთან არ მაქვს,ასევე მინდა გავაფრთხილო საქართველოს მოსახლეობა, რომ იგივე ჯგუფი ამზადებს ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც, მზად ვარ ყველაფერს მოვფინო ნათელი და ვითანამშრომლო საქართველოს ხელისუფლებასთან“ - ნათქვამია გიორგი უდესიანის სახელით დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში.
http://www.newspress.ge/samarthali/21802-g...osalodneli.html