#36288090 · 4 May 2013, 16:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ვაუჩერებთან დაკავშირბით მაქვს ერთი კითხვა და იქნებ ვინმე კომპეტენტურმა გამარკვიოს: მესმის რომ ვაუჩერების მიმღებთა სიას ადგენს სოფლის გამგეობა, რადგან წესით მათ უკეთ უნდა იცოდნენ ვის რამდენი მიწა აქვს. 1. შედიან თუ არა ამ სიაში ის ადამინები(ფერმერები), ვისაც სოფლის ხელისუფლებასთან არraვითარი კავშირი არ აქვს(არც ჩაწერილია კომლად და არც მუდმვად ცხოვრობს სოფელში) და მხოლოდ მიწის მეაკუთრე და დამმუშავებელია. 2. რის მიხედვით ადგენს სოფლის გამგეობა, თუ ვის რა სიდიდის მიწა აქვს. დღეს საქართველოს კანონმდებლობით ამის დამადასტურებელი ერთად-ერთი საბუთი არის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. რეალურად საჯარო რეესტრში გლეხებს გაფორმებული აქვთ მიწების მხოლოდ 20-25%. თუ რამე სხვა სიების საფუძველზე დგება ვაუჩერების სია, რამდენადაა მასში გათვალისწინებული უკვე გაყიდული მიწები? 3. ვარ მიწის მესაკუთრე და ვამუშავებ მიწას. როგორ უნდა გავიგო გამოიწერა ჩემს სახელზე ვაუჩერი თუ არა(სოფლის გამგეობაში ამ კითხვაზე ეჭვიც არ მეპარბა რომ უარყოფით პასუხს მივიღებ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სია უნდა ყოფილიყო საჯარო, მითუმეტეს როცა ვაუჩერები ბიუჯეტიდან ფინანსდება.
|