მოკლედ, არაერთხელ მიკითხია აქ, მარა გავკადნიერდები და თემასაც გავხსნი (იმედია მოდერი არ მიხურავს ცოტა ხანი

) )
რამე ნორმალური გამავლობის ჯიპის(SUV)-ის ყიდვა მინდა.
ჩემი პირველი მანქანაა(საკუთარი, ისე მთლად ახალბედაც არა ვარ), მითუმეტეს ჩემი ფულით ნაყიდი იქნება და არ მინდა რომ არჩევანში შევცდე

))
ამ მანქანით ძირითადად ქალაქგარეთ, ტყე-ღრეში, მთაში და თოვლში მინდა სიარული, ექსპედიციებში რა.
მინდა რომ იყოს უნამუსოდ ეკონომიური და გამძლე, ნორმალური გამავლობის და არც ასანთის კოლოფივით პატარა. არ მაინტერესებს კომფორტი და ნავაროტკები.
უნდა იყოს მარცხენარულიანი უეჭველი და ყველაფრიანად უნდა ჩავეტიო 4.5K $-ში.
თავიდან დაიჰაცუ ტერიოსს ვფიქრობდი, მაგრამ რომ ვნახე ძალიან პატარაა

შემდეგ ჰრვ-ს დავადგი თვალი, მაგრამ 4.5-ში წესიერი არ მომივიდოდა მარცხენა და გამავლობაც დიდი არაფერი.
ძველი რავ4-იც ვათვალიერე მარა ნორმალური არ მომდიოდა თავის გაზიანად.
საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე ნისან ტერანო2-ზე, 2.4 ბენზინი 4.5-ში მომივა თავის გაზიანად, გადავიკითხე ფორუმები და ყველა აქებს მაგ მანქანას გამძლეაო და გამავლობაც არ აქვს ცუდი.
ფორდ მავერიკი იგივე ტერანოა, მარა მასავით გამძლეა? თუ გქონიათ ვინმეს შეხება.
კიდე ერთი ვარიანტი მაქვს 2 კარიანი პაჯერო, მაგრამ მაგ თანხაში გაუბედურებული თუ ვნახე სადმე, ეგეც კარგი იქნება.
ჰოდა, ამდენი იმიტომ ვწერე რომ მირჩიოთ თქვენც რამე, როგორი არჩევანია ტერანო, არის თუ არა სხვა რამე რომელიც მეტად დააკმაყოფილებს ჩემ მოთხოვნებს და ასე შემდეგ

))
ძველი ვიტარაც მესიმპატიურება, 4 კარიანი, მარა ტერანოზე უკეთესი არამგონია იყოს გამავლობაში.
რჩევები მინდა პირადი გამოცდილებიდან, და არა "ფორდია და ნაგავი იქნება აბა რა" სტილის

))
მადლობა ყველას წინასწარ, სასარგებლო პოსტებისა და რჩევებისთვის

)
This post has been edited by di_onise on 13 Apr 2013, 22:25