
შეჯიბრის ზოგადი ინფორმაცია:
2013 წლის, 14 აპრილს გაიმართება Drift შეჯიბრი გორში, სტალინის მოედანზე, რომელსაც წარმოგიდგენთ Bmw e30-სა და E36-ის , ასევე გორის ავტომოყვარულთა კლუბები.
ძირითადი ინფორმაცია:
• სარეგისტრაციო თანხა 25 ლარი.
• მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 10 აპრილიდან.
• რეგისტრაციის ბოლო ვადა 14 აპრილი, 11 საათი.
• სტარტი 12 საათი.
შეჯიბრი იქნება 4 ეტაპიანი, 4 სხვადასხვა ტიპის ტრაექტორიით რომელიც აუცილებლად გამოქვეყნდება წინასწარ.
მაქსიმალურად ვეცადეთ რომ არ იყოს მეტისმეტად მკაცრი წესებით, და ჩავატაროთ ისე რომ უფრო დიდი სიამოვნება მიიღოს თოთოეულმა მონაწილემ და შესაბამისად ვაკეთებთ შემდეგნაირად:
თავდაპირველად თიოთეული მონაწილე გაივლის 2 ეტაპს, 2 ეტაპის გავლის შემდეგ დაჯამდება მათი ქულები და გადავა შემდეგ ეტაპზე მონაწილეთა დაახლოებით 50-70% (ყოველივე ეს დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე).
2 ეტაპის შემდგომ ნულდება ქულები, დარჩენილი მონაწილეები კი გაივლიან კვლავ 2 ეტაპს, კვლავ დაჯამდება ქულები და პირველი 3 მონაწილე გადაინაწილებს 1,2,3 ადგილებს.
ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რა იქნება იმ შემთხვევაში რომ ქულების თანაბარი რაოდენობა დაფიქსირდეს მონაწილეებს შორის, ეს რომ ნათელი გახდეს მოგიყვანთ მაგალითს:
• მონაწილე 1 – 20 ქულა
მონაწილე 2 - 20 ქულა
მონაწილე 3 – 10 ქულა
მონაწილე 4 – 10 ქულა
მოანიწლე 5 – 10 ქულა
მოცემულ შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ეტაპი, სადაც ივლის მონაწილე 3,4,5 და მათ შორის საუკეთესო გახდება 3 ადგილოსანი, თავის მხრივ 1,2 მონაწილეს შორის დაინიშნება დამატებითი ეტაპი და ისინი გაინაწილებენ 1,2 ადგილს.
ვარიანტები რათქმაუნდა ძალიან ბევრნაირია, მაგრამ ძირითად იდეას ალბათ ყველა კარგად მიხვდებით თუ როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.
4 ეტაპის დასრულების შემდგომ, ჩვენ უკვე გვეცოდინება გამარჯვებული 1-2-3 ადგილოსნები, რომელთაც დავასაჩუქრებთ პრიზებით, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება და კვლავ მოუწევთ 1-2-3 ადგილოსნებს დამატებით შეეჯიბრონ ერთმანეთს ბონუს ტურში - Freestyle Drift.
სადაც მოუწევთ შეასრულონ ჩვენს მიერ შედგენილი ტრაექტორია შოუს ელემენტებით ან მათ მიერ შემოთავაზებული (თუ რათქმაუნდა შესაძლებლობებში ჩაჯდება და სასწაულის გამოგონება არ მოგვიწევს)
ასევე დაჯიდლოვდება Fresstyle Drift-ის გამაჯრვებული.
უდიდესი პრობლემა:
ხალხის გადმოსვლა გზაზე, იქნება მაქსიმალურად შემცირებული, იქნებიან დიდი რაოდენობის მსაჯები რომლებიც გააკონტროლებენ ყველაფერს.
მონაწილეთა საყურადღებოდ:
თითოეული ტრაექტორიის დასრულების შემდგომ, როდესაც მსაჯი მიუთითებს რომ დაბრუნდეთ ადგილზე, დამატები ზანოსით გასვლა მანქანის გასაჩერებელ ადგილზე ან მსგავსი ნებისმიერი ქმედება იქნება დასჯადი რომელიც აისახება მისი ქულების დაკლებაზე, იდეა იყო რომ დისკვალიფიკაცია მიგვეცა, მაგრამ კვლავაც მაქსიმალურად ვამსუბუქებთ და მხოლოდ ქულების დაკლებით შემოვიფარგლებით.
იმისათვის რომ დაიშვათ შეჯიბრზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
1) მანქანა უნდა იყოს უკანა წამყვან თვლებიანი.
2) არანაირი დახსნილი ე.წ ბაგაჟნიკები და კაპოტები. (არ მაქ საუბარი გამონაკლისებზე).
3) რათქმაუნდა არნაირი შეზღუდვა საბურავებზე.
4) გამომსვლელი შეიძლება იყოს ნებისმიერი, გინდა პროფესიონალი გინდა მოყვარული და გინდა დამწყები.
5) მონაწილე რომელიც არ დაიკრავს სპონსორების სტიკერს არ დაიშვებიან შეჯიბრზე (სპონსორის არსებობის შემთხვევაში რათქმაუნდა)
რაც შეეხება ჟიურის, ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მივედით შემდეგ აზრამდე:
ძირითადი კლუბების მიერ იქნას გამოყოფილი თითო პიროვნება, რათქმაუნდა სურვილის მიხედვით, რომლებიც იჯდებიან ჟიურიში. ეს იმას კატეგორიულად გამორიცხავს რომ თუკი ცალკეული მონაწილე გამოდის რომელიც არცერთ კლუბში არ ირიცხება იქნება არასამართლიანი დამოკიდებულება მასზე. არ ვამტკიცებთ იმას რომ 100% ით ყველა კმაყოფილი იქნება , მაგრამ ჩვენი აზრით გაცილებით უფრო შემსუბუქდება შემდგომი კომფლიქტების და გარჩევების რაოდენობა.
რაც შეეხება პრიზებს, ამ ეტაპზე რაც 100% იანი ვიცით იქნება შემდეგი, ხოლო დანარჩენს უახლოეს მომავალშიც გაგაცნობთ (უბრალოდ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, ამ ეტაპზე რაც ზუსტად ვიცით გვირჩევნია ის დავწეროთ):
1 ადგილი
• 150 ლარი ფულადი პრიზი
2 ადგილი
• 100 ლარი ფულადი პრიზი
3 ადგილი
• 50 ლარი ფულადი პრიზი
Freestyle Drift გამაჯრვებული
• სპეციალური პრიზი-სურპრიზი Gelashvili Performance-სგან.

ეხლა რაც შეეხება ჩვენ პოციზიას, E30&E36 კლუბების:
გვინდა ჩავატაროთ ხარისხიანი ღონისძიება, ფინანსური დაინტერესება 0 ამას ალბათ მარტივადაც მიხვდები თუნდაც საპრიზოდან გამომდინარე.
ჩვენი ძირითადი სლოგანი ყოველი ღონისძიების ჩატარების წინ იქნება:
მეგობრული, გასართობი, მხიარული შეჯიბრი.
არ გვინდა გამოვიდეს ისე რომ შეჯიბრის ბოლოს ვიღაცამ ვიღაცას აგინოს და ნაწყენი დარჩნენ ერთი მეორეზე როგორც აქამდე ხდებოდა, არ გვინდა რომ პირველივე ტურის შემდეგ გავარდეს ბევრი მონაწილე, არ გვინდა რომ მხოლოდ მედალი და ფურცელი გადავცეთ მონაწილეებს, ვაკეთებთ ჩვენ მაქსიმუმს და დიდი იმედი გვაქვს რომ თქვენი თანადგომით ყველაფერი ლამაზად და გემრიელად ჩაივლის.
This post has been edited by mrxinto123 on 3 Apr 2013, 01:10