ხვალიდან 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110-ლარიდან 125-ლარამდე გაიზრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 100-დან 125-ლარამდე გაიზრდება პენსიები I ჯგუფის ინვალიდებისთვისაც.
1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი.
სამინისტროს ცნობით, ყველა პენსიონერისთვის და პირველი ჯგუფის ინვალიდისთვის პენსია 1 სექტემბრიდან მოიმატებს და 125 ლარიდან 150 ლარმდე გაიზრდება.
ასევე 1 სექტემბრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე; მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია კი 55 ლარიდან 100 ლარამდე მოიმატებს.
http://info9.ge/?l=G&m=108&f=0&id=5834P.ს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ომის ვეტერანებმა რა დააშავეს ?