ნაგისა ოშიმას 1999 წლის ფილმში- "Taboo" მოთხრობილია სამურაების ცხოვრება და ურთიერთობა.... მთავარი ინტრიგა ფილმისა იმაში მდგომარეობს რომ ერთერთი გმირი რომელიც ტექნიკითა და გამოცდილებით თითქმის ყველაზე ძლიერია გაუგებარ სისუსტეს იჩენს მასზე რამდენიმე საფეხურით დაბალ მდგომ ერთერთ სპარინგ პარტნიორთან. პირველი(რომელიც ძლიერია) დაუნდობელია და სისასტიკით მოხუც სამურაებსაც კი აკვირვებს მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე ჩნდება ის(სპარინგებში დაბალ საფეხურზე მდგომი) სამურაი ძლიერი ფითრდება ძალა ეცლება და მასთან(სუსტთან )სულ აგებს. როცა ამ სუსტს სხვა ყველა(ვისაც ძლიერი წამებში ამარცხებს) სამურაი თავისუფლად უსწორდება...----------------------------------------------------.როდესაც ვუსმენდი ბიძინეს რუსეთზე საუბარს ეს ფილმი გამახსენდა...გამახსენდა მრისხანე კობა დავითაშვილის ჩავარდნილი ხმა თბილის-მოსკოვის ტელედებატების დროს ჟირინოვსკისთან(ეს ერთი 5 წლის წინანდელ ამბავს მოგახსენებთ მაშინ თვით კობიკოს კოშმარშიც კი არ დაესიზმრებოდა რომ ჟირინოვსკის კარზე ატუზულს დააცდევინებდნენ და ხელის ჩამოურთმევლად მიიღებდა დიდი რუსი ძერჟიმორდა ძერჟავნიკი ჟირინოვსკი), გამახსენდა ზეინტელექტუალი ლევან ბერძენიშვილი როგორი ჩავარდნილი დაყვავებული ხმით ეკურკურებოდა რუსეთის ელჩს ტელეფონით(ესეთი მოსიყვარულე და შემწყნარებლური ტონი არ ღირსებია არცერთ ლევანის ქართველ ოპონენტს ბრეგაძეს გარდა რომელმაც იგი პირდაპირ ეთერში პორტის ბოზივით შეამკო(უნდა ვაღიარო მაშინ შემეცოდა ლევანი)). ვიფიქრე რა ემართება ამ ადამიანებს რუსებთან საუბარში და კვლავ ნაგისა ოშიმას Taboo გამახსენდა.... -----------------------რა თქმა უნდა ბიძინე და მისი მენტალობის ადამიანები "ერთად ცხოვრობდნენ დიდ ქვეყანაში" ხოლო რუსეთმა სხვა ქვეყნის ანექსია მოახდინა 1801წელს, ბიძინეს და პუწინს ბევრი "კარგი და საერთო ამბები აქვთ" ამ ერთად ცხოვრებიდან კულტურული: როდესაც რუსებმა მეცხრამეტე საუკუნეში საერთოდ გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია ფრესკები გადაღებეს და ეგზარქოსები დაგვისვეს როდესაც ოფიციალურად ერთხელ გააუქმა ქართულ ენაზე სამართალწარმოება(მეცხრამეტე საუკუნეში) და მეორედაც ცადა გასულ საუკუნეში....ბევრი რამ გვაქვს საერთო 1921 ოკუპაცია, 1924 აჯანყების ჩახშობა, რეპრესიები 1935-53 წლებში, რუსეთ-გერმანიის ომში ძალით გარეკილი 300000 ქართველი(ილხანების სახანოც და სპარსელებიც მიერეკებოდნენ ქართველებს თავის ომებში მაგრამ რატომღაც ეს ქართულ-მონღოლურ-სპარსულ ურთიერთობებში "საერთო ცხოვრების" ისტორიად არ განიხილება)....და არავინ ითხოვდა კანცლერ ბიძინესაგან რუსეთის დედის გინებას მაგრამ ოკუპაცია "ერთად ცხოვრების ისტორია" ვერასოდეს ვერ გახდება ჭეშმარიტებისათვის...მტრის შემოჭრა შენ მიწაზე: გაუაზრებელი ომი ქვეყნის დამცველთათვის არასოდეს გახდება. ამ ყველაფრის უარყოფა და რუსეთისათვის მაამებელი "საქართველოს ისტორიის ახალი ხედვა" განწირულია სანაგვისათვის....აქაოდა "ურთიერთობას ვალაგებთო" და "შიშიშიში" ყველის ვაჭარივით ვუკრიჭოთ კიჭები რუსებს, ვაამოთ, თავზე ნაცარი ვიყაროთ ჩავარდნილი ხმით- ეგებ ცხინვალიდან და სოხუმიდან თუ არ გავლენ ერთ ორ ყუთ ბორჯომს და ჭიან ვაშლს სადმე პოდმოსკოვიეში მაინც ხომ გაგვაყიდინებენო.....ეს არ იყო არც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი პოლიტიკოსის განცხადება არც დაპყრობილი მაგრამ მუხლებზე არდამდგარი ადმინისტრაციის განცხადებას გავდა....ეს იყო შეშინებული ვაჭარის საუბარი: მკლავენ, სახლს მიწვავენ, მიწას გვართმევენ და ეგებ გვევაჭრა მაინც მოძალადესთან იქნება ამ ყველაფერში ხეირი რამე ვნახოო.
---ეს პოსტი რამოდენიმე თვის წინ დავწერე მაგრამ სიტუაციის საქართველოსათვის დრამატულად განვითარების გამო ვიმეორებ. -----.p.s. განგებამ გადაარჩინა აშშ და ინდოეთი(კიდევ ბევრი სახელმწიფო ვინც თავისუფლებისათვის იბრძოდა): ჯორჯ ვაშინგტონს და მოჰანდას განდის რომ ვაჭრული სული ქონოდათ ან ამდენი "მწიგნობარი და ფარისეველი" ოკუპანტთან "ურთიერთობის დალაგების" მცოდნე ექსპერტი-პოლიტიკოსი ყოლოდა სად იქნებოდნენ ეს სახელმწიფოები?...ჭეშმარიტად თქვა აკაკი ბაქრაძემ: "ყოველგვარი ნიღაბი არსებობს ამ ქვეყნად, მათ შორისი სილაჩრის გამამართლებელი კეთილგონიერებისაც"...