კონსტიტუციით სამართლის სწავლა ძალიან კარგი იდეა მგონია. პირველ რიგში კონსტიტუცია წაიკითხე. უბრალოდ ხუბუას და კერესელიძეს თავიდან არ გირჩევ იმიტომ რომ სანამ არ გაიგებ სამართალი რა ხილია გაგიჭირდება ამ წიგნების გაგება მიუხედავად იმისა, რომ მეც პირველ სემესტრში მასწავლეს ეს წიგნები.
ალბათ დამოუკიდებლად რომ ვცდილობდე სამართლის შესწავლას პირველ რიგში გავეცნობოდი კონსტიტუციას და მერე გადავიდოდი სამოქალაქო კოდექსზე. წაიკითხე კოდექსი gccc.gov.ge-ზე კომენტარები და თითოეული თემა ისწავლე გადაწყვეტილებებით. გადაწყვეტილებებს მოიძიებ -
http://prg.supremecourt.ge/ და library.court.ge-ზე.
რამე კითხვა თუ გაგიჩნდება სამოქალაქოს შესწავლისას შეგიძლია პირადში მომწერო დაგეხმარები მაქსომალურად.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალს - წაიკითხე წკეპლაძე ტურავას ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის წიგნი, ძალიან კარგად არის ახსნილი.
რა თქმა უნდა, კოდექსის პარალელურად უნდა გაეცნო ნებისმიერ ლიტერატურას. ცალკე აღებული იურიდიული დოქტრინა არაფერ ცოდნას არ მოგცემს თუ ნორმების ანალიზი არ ისწავლე.