მოკლედ, ასეთი აზრი მომივიდა.
უმეტესი დაავადებების შესახებ არის გახსნილი თემები, მაგრამ როცა ადამიანს უნდა ამ დაავადებებთან ბრძოლის, ექიმების ან წამლების ნახვა, საჭიროა ხოლმე რომ 20 გვერდიანი ტოპიკები თავიდან ბოლომდე გადაიკითხოს.
მაგალითად, მხოლოდ ერთ გვერდზე მიდის ასეთი საუბრები:
პოსტი #7
- ბიჭო, ართრიტი გჭირს?
პოსტი #8
- ხო, ამ ზაფხულს დამემართა.
პოსტი #9
- მერე გაწუხებს? ექიმთან რატო არ მიდიხარ?
პოსტი #10
- ვისთან წავიდე, ვერ მეტყვი?
პოსტი #11
- ღუდუშაურში არის ერთი, მეორე სართულზე.
პოსტი #12
- სახელი გვარი?
პოსტი #13
- ესა და ესა.
ასე დამთავრდა პირველი გვერდი.
ახლა მეორე გვერდზე უნდა გადახვიდე რომ ნახო, თუ რა ამოღერღეს, რომელი მე ექიმი ან წამლის დასახელება რომ იპოვო.
ამას არ ჯობია, რომ ეს ზედმეტი პოსტები წაიშალოს და პირდაპირ ერთ პოსტში იყოს, მაგალითად:
პოსტი #7
- ვისაც ართრიტი ჭირს, ღუდუშაურში, მეორე სართულზე არის ესა და ესა.
მერე ვიღაცა სხვა, მერვე პოსტში დაწერს თავის რჩევას (მაგალითად - :
პოსტი #8
- მე კიდე ვიცი, რომ მალამო "ტრამუელი" უხდება მაგას, ორი კვირა უნდაო, დღეში ორჯერ.
პოსტი #9
-გამარჯობათ.
მე ვხმარობდი ჟენშენის ფოთლებს ამდენი და ამდენი ხანი. ცოტა მომიხდა.
და ა.შ.
მოკლედ, ასე უფრო გასუფთავდება თემები და ადვილად მოხდება სასურველი ინფორმაციის მოძიება, და უფრო ბევრს გამოადგება.
ხოდა, შეირჩეს რამოდენიმე ადამიანი,და თითო კაცმა ითავოს თითო ტოპიკი (თუ გინდათ, ფსორიაზის თემა ჩემზე იყოს).
მერე ამ თითო კაცმა ჯერ შეადგინოს WORD-ის დოკუმენტში მთლიანი თემის გასუფთავებული, შეჯგუფებული ვარიანტი და ადმინისტრატორს(რადგან მიკერძოებულად რომ არ მოხდეს რამე) მისცეს. ადმინისტრატორმა კი წაშალოს მითითებულ ტოპიკში ყველაფერი ზედმეტი, და ჩაანაცვლოს მიღებული WORD-ის დოკუმენტის მიხედვით.
ასევე, ცოტა ნორმალური სახე მიეცეს თითოეული დაავადების ტოპიკს, მაგალითად, ფსორიაზის თემაში პირველი პოსტი არის:
პოსტი #1
-გამარჯობათ, ვერ მეტყვით ფსორიაზს როგორ ვუმკურნალო?
ჯობია, რომ ეს პოსტი წაიშალოს (ნუ ეწყინება მაგ პოსტის ავტორს), და ჩაენაცვლოს ასეთი რამით:
პოსტი #1
გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო (ან რამე..

ამ თემაში მიმოხილული იქნება ფსორიაზის შესახებ, სადაც წევრები წერენ თავიან გამოცდილებას. მათ სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.
+
(ასევე დაერთოს ყოველთვის ამდაგვარი რამ): ფსორიაზის შესახებ სხვა წყაროები -
იხილეთ ამ ბმულზე_______________________
This post has been edited by მარუბა on 17 Apr 2013, 17:50