განყოფილებაში ვეძებე და სიახლეების თემა ვერ ვნახე რომ დამეპოსტა ისეთი სიახლე, როგორიცაა ყველაზე სწრაფი ზუმ ლინზის წარმოდგენა Sigma-ს მიერ. დღეს ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი იმას, რომ სიგმამ 2 დღის წინ დაანონსა ახალი სუპერ სწრაფი 18-35mm F1.8 DC HSM ლინზა, რომელსაც შეუძლია f/1.8 პარამეტრით გადაიღოს ნებისმიერ ფოკალურ სიგრძეზე 18-დან 55მმ-მდე, რასაც ანალოგი არ აქვს ამ მომენტისთვის. დღემდე ეს რეკორდი ეკუთვნოდა ოლიმპუსს თავისი 35-100mm f/2.0 Zuiko ლინზით, ხოლო დანარჩენ სამყაროში F2.8 იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ზუმ ლინზებისთვის. თუ რა ძვირია ეს ლინზები ყველამ კარგად ვიცით.


სიგმას ეს ლინზა სპეციალურად შექმნილია მხოლოდ APS-C სენსორებისთვის, Full Frame კამერებისთვის არაა ჯერჯერობით, რაც ტექნიკურად ალბათ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.
სხვა ტექნიკური მონაცემები ასეთია:
Lens Construction: 17 Elements in 12 Groups
Angle of View (SD1): 76.5º-44.2º
Number of Diaphragm Blades: 9
Minimum Aperture: f16
Minimum Focusing Distance: 8 cm/ 11.0 in
Filter Size (mm): 72mm
Maximum Magnifications: 1:4.3
Dimensions (Diameter x Length): 78mm x 121.0mm/3.1in. x 4.8in.
Weight: 28.6oz (810გრ)
ლინზას აქვს ასევე შიდა ფოკუსირების სისტემა ანუ ფოკუსირების დროს ლინზის გარე ნაწილები და ცხვირი არ მოძრაობს.
რაც შეეხება ფასს ის ჯერჯერობით უცნობია, ჩემი ვარაუდით იქნება ალბათ $2K და მეტიც. თქვენ რას იტყვით?
ესეც ოფიციალური სახლი ამ ლინზის
http://www.sigmaphoto.com/product/18-35mm-...k=april_m_1_newგანხილვა და ნიმუშები
http://lcap.tistory.com/entry/Sigma-ART-18-35mm-f18-PreviewFull Frame-ზე
http://lcap.tistory.com/entry/Sigma-18-35m...with-5D-Mark-IIისე საღოლ სიგმას, Canon-ს და Nikon-ს დაასწრო ამ ამბავში. ახლა წავა კონკურენცია.

პ.ს. მოდერს ვთხოვ ეს თემა აიპინოს და იყოს სიახლეებისთვის მხოლოდ. მადლობა!
This post has been edited by z125 on 21 Apr 2013, 06:45