შესაფერისი პარტნიორებითევზები - ვერძი
ეს უცნაური, რთული და ამავე დროს ხშირად შემდგარი ურთიერთობაა. ურთიერთობაში „ყოვლის მცოდნე მოხუცისა“ და დაუცველი „ბეკეკას“, ან ძალაუფლებისმოყვარე დამპყრობლისა და მორჩილი კონკიას არქეტიპები ცოცხლდება. როგორც წესი, მათი კავშირი რაღაც კონკრეტულ იდეას ეფუძნება ხოლმე: რელიგიურ, სამეცნიერო ან ერთობლივი წარმატებისკენ სწრაფვას. ერთია მხოლოდ, ვერძს მუდამ უნდა ახსოვდეს საკუთარი რჩეულის ფაქიზი ბუნების შესახებ და შეძლებისგვარად შეეცადოს, თავისი პირდაპირობითა და სიუხეშით ტკივილი არ მიაყენოს მეოცნებე, სენტიმენტალურ თევზებს, რომელსაც ისედაც ბევრი სადარდებელი აქვს თავისი სენსიტიური ბუნების წყალობით.
თევზები - კურო
კუროს მოსწონს თევზი და შენატრის მას, მისთვის ძალიან საინტერესოა თევზთან ურთერთობა, თუმცა როგორც კი გადაწყვეტს მანიპულირება მოახდინოს თევზზე, თევზი არ აძლევს ამის საშუალებას, რაც კუროსთვის მტკივნეულია კუროს ყოველთვის ახსოვს თევზი
თევზები - ტყუპები
თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული პარტნიორი, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მიღწევათა მწვერვალია ტყუპებისთვის, რომელზეც მზად არის ილოცოს. მათი ერთობლიობა ორი მკვლევარის ურთიერთობას ჰგავს. ტყუპები ხედავს, რომ თევზებმა ყველაფერი იცის მის შესახებ, თევზები კი ხვდება, რომ ტყუპებმა ეს იცის. ეს არის ორი ინტელექტის დაძაბული თამაში. მათ იშვიათად აქვთ გრძელვადიანი ქორწინება, რადგან თევზები არასდროს პატიობს ღალატს, რაც ტყუპებისთვის ხშირად დამახასიათებელია.
თევზები - კირჩხიბი
ემოციურ კირჩხიბს ყოველთვის იზიდავს ღრმა, იდუმალი თევზები, თუმცა ვერასოდეს ახერხებს ამ ნიშნის შეცნობას. მათი კავშირი სულიერ შეთავსებასა და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. კირჩხიბი ცვალებადია, თევზების ემოციები კი ნელა-ნელა მატულობს, შეიძლება საერთოდაც გაქრეს. მხოლოდ ორივეს პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული რამდენად აიტანენ ერთმანეთის ასეთ ცვალებადობას. ეს ნიშნები ერთობლივ საქმეში ყოველთვის წარმატებას აღწევენ. ეს ქორწინება ერთ-ერთისგან მსხვერპლს მოითხოვს. თუ საჭირო მსხვერპლი გამოინახა, კავშირი ხანგრძლივი და მყარი იქნება.
თევზები - ლომი
ეს ლომისთვის ყველაზე რთული კავშირია, სადაც თვითონ რაინდია, რომელმაც მთელი სამყარო მიუძღვნა ნაზ და ფაქიზ თევზებს. ის დნება და იძირება თევზების იდუმალ სიღრმეში. ის უნდა დაეხმაროს მას გაორების გადალახვაში, ასევე შეუქმნას განსაკუთრებულად თბილი და დაცული გარემო. თევზები კი, თავის მხრივ, ყოველთვის მზად უნდა იყოს ლომისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად, კომპლიმენტებისტვის. ასეთ შემთხვევაში ეს კავშირი უფრო მყარი გახდება.
თევზები - ქალწული
რთული და იშვიათი კავშირია. მეოჯახე ქალწულისთვის ქორწინება მნიშვნელოვანია. ის სახლში გამუდმებით რაღაცას აგროვებს და ოჯახს უფრთხილდება. ქალწული სიყვარულში თბილი, საყვარელი, სუფთაა, მაგრამ სასიყვარულო სიტყვებს ვერ პოულობს. პრობლემურია, თუ თევზები ქალია და ქალწულის კრიტიკულობის ატანა უწევს... მისტიურ, დაბნეულ თევზებს და კონკრეტულ ქალწულს ხშირად არ ესმით ერთმანეთის. მათ, მარტივად რომ ვთქვათ, განსხვავებული ენერგეტიკა და მსოფლმხედველობა აქვთ.
თევზები - სასწორი
თევზებისთვის ეს საბედისწერო კავშირია. სასწორს ურთიერთობის მკაცრი ფორმა უყვარს. ყველაფერში მკაცრად რეგლამენტირებული ჩარჩო აქვს. ყველგან და მითუფრო სიყვარულში ხშირად ავლებს საზღვარს: „მე მე ვარ, შენ - შენ!~ თევზები კი გრძნობებში ხშირად გადადის საზღვრებს, რითიც სასწორის გულისწყრომას იწვევს. ის პარტნიორში ერთობასა და დასაყრდენს ეძებს. მოკლედ, ამ ნიშნებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. ძალიან განსხვავებულნი არიან.
თევზები - მორიელი
მორიელი ზედმეტად მგრძნობიარე პარტნიორია, ის ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს, წინასწარ ხვდება და იცის, რა უნდა მოხდეს. თევზები კი იტანჯება მორიელის ამ თვისების გამო და იმის ნაცვლად, რომ იცხოვროს მშვიდად და მისდიოს მის რჩევებსა და მითითებებს, საკუთარ თავში იკეტება. ამ კავშირში ყოველთვის არის ვნება. მათ კარგად ესმით ერთმანეთის ურთიერთობის ყველა სფეროში. თუმცა, ფაქიზი ბუნების თევზები ხშირად ტოვებენ მორიელს, ვინაიდან მტკინვეულად განიცდიან მის წინდახედულობასა და მკაცრ ხასიათს. თუ თევზები კაცია, ქალი კი მორიელი, მაშინ თევზები აუცილებლად უნდა მისდევდეს მორიელის რჩევებს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, თვითონ კი სიყვარულითა და მზრუნველობით ავსებდეს ოჯახს. მათი კავშირი იდეალური იქნება, თუ თევზებს არ შეეშინდება მორიელის სიძლიერის და ყველფერს გააკეთებს, რათა პარტნიორის ღირსეული მეორე ნახევარი გახდეს.
თევზები - მშვილდოსანი
აქტიური, ხარბი მშვილდოსანი და ჩაკეტილი თევზები იშვიათად ეწობიან ერთმანეთს. ამ ორი ნიშნის გაერთიანება მხოლოდ რელიგიას, მისტიკას და საერთო ფანატურ იდეალებს შეუძლია. მათი კავშირი მხოლოდ ორივეს მაღალი სულიერი განვითარების შემთხვევაში იქნება წარმატებული. ასეთ შემთხვევაში მათი კავშირი ბედნიერების მომტანი, სრულყოფილი და მტკიცეა.
თევზები - თხის რქა
ეს, შეიძლება იდეალური კავშირი იყოს, წარმოუდგენელი სიყვარულით. ამ ორი იდეალისტისა და მისტიკოსისთვის მთელი სამყაროს საიდუმლოებათა კარია ღიაა. მათ ერთად შეუძლიათ მთელი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობა. თუ თხის რქა ზედმეტად მიწიერია, მაშინ თევზებს მუხლჩაუხრელ მუშაობას აიძულებს, რაც გათანგავს და პროტესტს გამოიწვევს მასში, რის შედეგადაც ის მისგან გაწბილებული წავა, მაგრამ თუ დარჩა, უბედური და ჩაკეტილი იქნება. თუ ამ ნიშნების კავშირი პრაგმატულობაზე არ არის აგებული, მაშინ მის სიმყარეს არაფერი ემუქრება. ეს ქორწინება მუდმივი და ბედნიერი იქნება.
თევზები - მერწული
ამ ადამიანებს იდეალიზმი, სამყაროს შეცნობის სურვილი, გამოგონებები, აუხდენელი და წარმოუდგენელი ოცნებები, ილუზიები და ცხოვრებისეული მისტერიები იზიდავთ. ერთმანეთისთვის ისინი იდუმალ სამყაროს წარმოადგენენ, რომლის შეცნობა, აშინებთ კიდეც. მათ ოჯახში შექმნილი ჯადოსნური ილუზიები და ფანტაზიები, ხშირად მკაცრ რეალობასთან შეჯახებაში იმსხვრევა. ყოფიერება - მატერიალური პრობლემები - შეიძლება მათი ოჯახის დასასრულად იქცეს. ეს სათუო კავშირია, მითუფრო, თუ ორივე თავიანთი ნიშნების ტიპიური წარმომადგენლები არიან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ შანსი ეძლევათ ნორმალური, ჰარმონიული კავშირის დამყარებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ განსხვავებული ტემპერამენტისა და მსოფლმხედველობის გამო.
თევზები - თევზები
ორივე უძირო ოკეანეა, რომლებიც ერთმანეთის სიღრმის გაზომვას ცდილობენ. კარგად იციან ერთმანეთის ფასი და ესმით, რომ ოჯახში ან ერთად იცურებენ ბედნიერი და წარმატებული მომავლისკენ, ან გაშორდებიან. ეს ძალიან იშვიათი კავშირია. ორივე ილუზიებსა და გამოგონილ სამყაროში აგრძელებს ცხოვრებას და რეალური, გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს. სასურველია, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც არ იყოს თევზების ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი და მეტი პრაგმატულობით, სამყაროს რეალური აღქმითა და საქმიანი თვისებებით იყოს დაჯილდოებული. ასეთ შემთხვევაში, მათი კავშირი უფრო მტკიცე და ჰარმონიული იქნება.
თევზი მამაკაცი - თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს, შეუძლია ცხოვრებაში ყველაფერიც იყოს და არაფერიც. ყოველივე მის შეუპოვრობასა და შორსმჭვრეტელობაზეა დამოკიდებული. მამაკაცი თევზი სუსტი და დაუცველი არსება ნამდვილად არ გახლავთ, უბრალოდ ზოგიერთი მათგანი ხშირად ოცნებებს ეძლევა და ცხოვრებისეულ შანსებს ხელიდან უშვებს.
აქედან გამომდინარე, თუ თევზმა ოცდახუთი წლის ასაკში არ იცის, რომელ ტალღაში აჯობებს ჩაყვინთვა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი თავის ჭეშმარიტ ადგილს, ოდესმე მაინც იპოვნის ცხოვრებაში.
მართალია ემოციური კუთხით, მამაკაც თევზთან მისი ცხოვრების მეგზური ქალი, ძალიან ბედნიერიც შეიძლება იყოს, მაგრამ მოგეხსენებათ მხოლოდ და მხოლოდ ემოციებით შორს ვერ წახვალ და თუ პრაქტიკული პიროვნება ხართ, მომავალზე უტოპიურ ოცნებას, თქვენს თაყვანისმცემელ თევზთან განშორება გიჯობთ.
თუმცა თუ თქვენი რჩეული, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა და უნარი შესწევთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის ეს ტიპი, ნებისმიერი ქალისთვის აღმოჩენაა და თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.
თევზი მამაკაცი, არაჩვეულებრივი სულიერი მეგობარი და თანამოაზრეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ახლობლები ხშირად თავიანთ, ყველაზე უსიამოვნო და სამარცხვინო საიდუმლოებებსაც კი ანდობენ ხოლმე. მაგრამ თევზი მისთვის მინდობილ საიდუმლოს, მით უმეტეს, თუ მას ამის შესახებ სთხოვენ, ყოველთვის საიმედოდ შეინახავს.
მართალია ისეც ხდება, რომ მერკურის გავლენის ქვეშ მოყოლილ თევზებს შორის, ნამდვილი ყბედებიც გვხვდებიან, მაგრამ საერთო ჯამში თევზები, საკმაოდ სიტყვაძუნწი და დინჯი ხალხია.
თევზი მამაკაცები ნაკლებად ეჭვიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამ თუ ეჭვიანობენ კიდეც, ამას უცხო თვალი ვერასდროს შეამჩნევს (გაიხსენეთ მათი სამსახიბო ნიჭი). მაგრამ, თუ შამჩნიეთ, რომ თქვენს თევზს, მოწყენილობა და პესიმისტური განწყობა ეუფლება, ეცადეთ ყოველგვარი საქმე გადადოთ და როგორმე გაართოთ იგი.
კარგი იქნება თუ მასთან ერთად, თეატრში ან გამოფენაზე წახვალთ, ეს თევზ მამაკაცს დადებითი ემოციებით დამუხტავს და ხასიათასაც აუცილებლად გამოუკეთებს. თევზი ქმრის ოცნებებს ყოველთვის ყურადღებით მოეკიდეთ, არ დააფრთხოთ და უტაქტოდ არასოდეს გააკრიტიკოთ იგი, თორემ ამას არ გაპატიებთ.
აჯობებს ქმარს ცხოვრებისეული ამოცანებისა და მიზნების მიღწევაში, თქვენი თანადგომითა და ზრუნვით თუ დაეხმარებით. მერწმუნეთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
თევზი ქალი- თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსანი, იმდენად ქალური, რბილი და ნაზი არსებაა, რომ მამაკაცები მას, როგორც ფუტკრები ყვავილს ისე ეტანებიან. საკმარისია გამოელაპარაკოთ, უმალვე ყოველგვარი დარდი და პრობლემა გავიწყდებათ. თევზ ქალთან საუბარი უნებლიეთ, შემოდგომის ნესტიან ღამეში, მყუდროდ აგიზგიზებულ ბუხართან გატარებულ საღამოს მოგაგონებთ.
ამ ნაზ არსებას შეუძლია ოსტატურად დაგარწმუნოთ იმაში, რომ არასოდეს, არაფერში დაგავალდებულებთ ან დაგადანაშაულებთ. თუმცა კარგი იქნებოდა, თუ მის მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას, მიამიტი ბავშვივის გულუბრყვილობით თუ არ დაიჯერებთ.
მიუხედავად თავისი ანგელოზური და ნაზი გარეგნობისა, თევზი ქალი საკმაოდ მაცდური და ძალზე მოუხელთებელი არსებაა და ხასიათიც მარტის ამინდზე უფრო, ცვალებადი და არამდგრადი აქვს.
იგი ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია ნებისმიერ, პატარა წვრილმანზეც კი, საათობით იტიროს და ივიშვიშოს. ამასთან ისეთი საყვედურიანი მზერით შემოგხადავთ, გეგონებათ მის წინაშე ამ წუთას, უსუსური ბაჭია მოკალით.
თევზ ქალებს საერთოდ უყვართ უმწეო, საბრალო ქალის იმიჯის მორგება და ხანდახან ისე ღრმად შედიან როლში, რომ ყოველივე ამის ნიადაგზე, სერიოზული დეპრესიაც კი ემართებათ.
თევზი ქალის უმთავრესი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არასოდეს ცდილობს, მამაკაცს გაუტოლდეს ან საკუთარი საქციელით, ამ უკანასკნელს თავმოყვარეობა შეულახოს.
ქალი თევზი თაყვანისმცემელს, სიამოვნებით დართავს ნებას მიართვას სავარძელი, ჩააცვას პალტო, მოუკიდოს სიგარეტზე და ა.შ. გარდა ამისა ამ უკანასკნელს სიამოვნებით და მთელი გულის ყურითაც მოუსმენს. სანაცვლოდ კი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მამაკაცმა იზრუნოს მასზე, გაუფრთხილდეს და ყოველგვარი უსიამოვნებისაგან დაიცვას.
იგი სიამოვნებით დაეყრდნობა ასეთ მამაკაცს მხარზე და ეტყვის, მთელი ცხოვრება შენზე ვოცნებობდიო. ამგვარი აღიარება კი, დამეთანხმებით ნებისმიერი კაცის თავმოყვარეობას უსაშველოდ ეამება.
ცოლი თევზი სიამოვნებით დაუთმობს ქმარს პირველობას, მატერიალურ თუ სამეურნეო საკითხებში. მაგრამ თუ მდგომარეობამ აიძულა, მეუღლეს ფინანსური კრიზისის დაძლევაშიც დაეხმარება.
ეს მაინც და მაინც იმას როდი ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად სამუშაოს საძებნელად წავა. არა, უბრალოდ სანამ მეუღლეს საქმეები, არცთუ სახარბიელოდ მისდის, ეცდება მადა რამდენადმე დაიოკოს და ვახშამს შამპანურის ნაცვლად, ვაშლის წვენი მიაყოლოს.
ბავშვები თევზ ქალს მთელი გულით უყვარს, მაგრამ მეუღლის წილ სიყვარულს მათზე არასოდეს გადაიტანს. თუმცა ყველაზე სუსტი, ავადმყოფი და შეუხედავი შვილი, განსაკუთრებული და გამორჩეული სიყვარულით ეყვარება.
მართალია იგი ბავშვებზე გადაყოლილი დედაა და პატარების გამო, თავის გაწირვაც კი შეუძლია, მაგრამ საკუთარი რბილი და დამყოლი ნატურიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შვილების მტკიცე ნებისყოფის და ძლიერი სულის პიროვნებებად გაზრდა შესძლოს.
ეროგენული ზონებითევზებს სექსისთვის თბილი ადგილები და მყუდრო ადგილი უყვარს, სადაც იდეალური გარემოა. უკეთესია თუ იქვე წყლის ხმა ისმის, ლივლივს ხედავს ან თვითონაც წყალშია.
წლის ლეიბიც ძალიან გაახარებს.
თევზებს აღაფრთოვანებს ფეხებისა და ტერფების მასაჟი, თითების ფეტიში. აღუწერელ სიამოვნებას მიანიჭებთ თუ ტუჩებითაც შეეხებით
თევზი მამა ბავშვებისთვის თევზი-მამა ნამდვილი საჩუქარია, იგი სიამოვნებით ეთამაშება პატარებს ათასგვარ თამაშობებს, ასწავლის თავდაყირა დგომას და ხელზე მკითხაობას. არის უსაზღვროდ თბილი და ლიბერალული მშობელი. მერწმუნეთ, უკეთეს მამას თქვენი შვილებისათვის, მართლაც რომ ვერსად იპოვით.
თევზი დედასიმშვიდე და ბედნიერება - ეს ორი რამ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცოლის ქმარს გარანტირებული ექნება. თევზები-ცოლი ქმარს ყოველთვის აგრძნობინებს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. გამუდმებით იხმობს მას დახმარებისთვის, რითიც ქმარს მამაკაცად და საჭიროდ აგრძნობინებს თავს.
არ მბრძანებლობს ქმარზე და ყველაფერში უგებს მას. თევზები-ცოლის მინუსი იმაშია, რომ იმით კმაყოფილდება, რაც აქვს, თუნდაც მისი ქმრის კარიერა წარუმატებლად წარიმართოს.
პატარა თევზებიდადებითი თვისებები:
მოქნილი, რბილი, ემოციური, მგრძნობიარე, იდეალისტი, კეთილი, მზრუნველი, დახმარებისთვის ყოველთვის მზად მყოფი.
უარყოფითი თვისებები:
ხშირად ყოყმანობს, სწორხაზოვანი, მოუქნელი, ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ. არაპრაქტიკულია, ხშირად ნაღვლიანი, რეალობას მოწყვეტილი, ცხოვრობს ოცნებათა სამყაროში.
თქვენ წყნარი, მშვიდობიანი და კეთილმოსურნე შვილი გყავთ, რომელიც ბევრს ოცნებობს და ფანტაზიას რეალობაშიც კი ურევს ხოლმე. პატარებს ზოგჯერ, დღე და ღამეც არეული აქვთ. ხშირად, სახადსაც არატიპიურად იხდიან: ჩუტყვავილა ალერგიას ჰგავს, ალერგია – ბატონებს. სწორი დიაგნოზის დასმა მხოლო დგამოცდილ პედიატრს თუ შეუძლია.
საკვების მიმართ უცნაური დამოკიდებულება აქვთ. ჭამენ იმას, რაც მათი ასაკისთვის და გემოვნებისთვის, წესით შეუფერებელია და უარს ამბობენ საჭმელზე, რომელიც ეკუთვნით. თუმცა ამის გამო მშობლებს განწყობა არ უნდა გაუფუჭდეთ. არასოდეს დააძალოთ თევზებს საჭმელი! მან თვითონ იცის რა და რამდენი სჭირდება.
პატარა თევზებს სიცილი უყვართ. როდესაც გსურთ სასწრაფოდ გაასინჯოთ საკვები მოიფიქრეთ რამე სასაცილო თამაში ან საქციელი. ის მაშინვე დაიკრიჭება და კოვზის პირში ჩადებასაც მოასწრებთ.
ეს ბავშვები ვერ იტანენ ყვირილს, ხმაურს, ძალადობას, აგრესიას… უყვართ წყალთან თამაში და ჯადოსნური ისტორიები. არაყურებინოთ ძილის წინ ტელევიზორი და არ მოასმენინოთ პირქუში, სევდიანი მუსიკა.
პატარა თევზებს ადვილად უფუჭდებათ განწყობა. ცუდი ხასიათის ან დარდის გამო, შეიძება ავადაც კი გახდნენ.
პატარა თევზების სწორად განვითარებისთვის მთავარი ჰარმონიული, მშვიდი გარემოა. მეგობრობითაც მხოლოდ მშვიდობიან და კეთილ ხალხთან ურთიერთობა სიამოვნებთ.
ეცადეთ სახლში ყოველთვის მოიწვიოთ მისი საყვარელი ადამიანები. თანატოლები ადვილად ამყარებენ თევზებთან კავშირს, რადგან მოსწონთ მათი მხიარული ხასიათი და კეთილგანწობა.
პატარა თევზებს უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ერთ საგანზე ან თემაზე კონცენტრირება. მაქსიმალურად შეეცადეთ ეს თვისებები დაბადების პირველივე თვეებიდან განუვითაროთ.
არ იციან ფულის ყადრი. შეეცადეთ თავიდანვე აუხსნათ ფულის მნიშვნელობა მის ცხოვრებაში და ასწავლოთ ჯიბის ფულის გამომუშავება და გონივრულად ხარჯვა. მოსთხოვეთ ყოველი საქციელის წინ დაფიქრდეს შედეგზე და ისე იმოქმედოს.
პატარა თევზებს ბევრი რამე ხერხება, ამიტომ გაგიჭირდებათ იმის გამოყოფა რისი ნიჭი აქვს. მასზე კარგ ზეგავლენას ახდენს ხელოვნება, მუსიკა და შინაური ცხოველები.
თევზებთან ურთიერთობაში ცემა-ტყებით, ყვირილით და დასჯით ვერაფერს მიაღწევთ. შეეცადეთ ყოველთვის მშვიდი ტონით და გასაგები სიტყვებით აუხსნათ ვითარების არსი. მიეცით თავდაჯერებულობა საკუთარ თავში. თავიდანვე დაარწმუნეთ რომ მას ყველაფერი შეუძლია და არასოდეს იხმაროთ მასთან მიმართებაში სიტყვები : ადრეა, არ შეგიძლია, ვერ შეძლებ, გაგიჭირდება, შენთვის არაა…
კარგი იქნება თუ თევზებს მკაცრ დღის რეჟიმს შეუდგენთ. გამოუყოფთ სასიამოვნო კუთხეს ან ოთახს სახლში და მოაწყობთ მასთან ერთად. ისე, რომ პატარას უხაროდეს იქ ყოფნა, მეცადინეობა და კითხვა.
თევზები კარგი და ცუდი ზეგავლენის ქვეშ თანაბრად ადვილად ექცევა. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ყურადღებას იმ წრის მიმართ რომელშიც ტრიალებს. ასწავლეთ მას კარგისა და ცუდის გარჩევა. გამოიყენეთ ზღაპრები, ფილმები, მულტ. ფილმები, სხვა და სხვა ამბები, სადაც გარკვევით იქნება დადებითი და უარყოფითი ასპექტები მოცემული.
შეეცადეთ არასოდეს აწყენინოთ თქვენი პატარა, თორემ შეიძლება ავად გახდეს, კუჭი ან ფილტვები ასტკივდეს, ყელი დაუწითლდეს და საკვების მონელების სისტემა მოერღვეს. დარდის ნიადაგზე შესაძლებელია სიცხემაც აუწიოს. ერიდეთ მისთვის წამლების მიცემას. შეეცადეთ მუდმივად არატრადიციული მედიცინის მეთოდები გამოიყენოთ.
პატარა თევზებს შეიძლება ბრტყელტერფიანობა, ფეხის გამრუდება ან ფეხებთან დაკავშირებული სხვა პრობმელები ჰქონდეს. დაბადებიდანვე მიხედეთ ამ საკითხს და საშიში არაფერი იქნება.
შეუქმენით თქვენს შვილს ჰარმონიული, თბილი გარემო. არ მოაკლოთ სითბო და სიყვარული. ერთად ისეირნეთ, ითამაშეთ, ისწავლეთ ცხოვრების სირთულეების გადალახვა. გაიგეთ ფულის ყადრი და მიიღეთ მტკიცე გადაწყვეტილებები და თქვენი შვილი ყველაზე წარმატებული, ძლიერი პიროვნება გაიზრდება.
* * *
ზოდიაქოს ნიშნები და მათი ბედნიერებისთვის აუცილებელი ფერთა გამა
თევზები - იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მსჯელობენ. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნების მქონე ადამიანთათვის ძალიან მნშვნელოვანია საზოგადოების აზრი მათ შესახებ, თუმცა ხშირ შემთვევაში ისინი ასეთ დამოკიდებულებას ნაკლად მიიჩნევენ და არ აღიარებენ რომ ეს ყოველივე მათ ნეგატიურ განწყობას განაპირობებს.
* * *
როგოგ მოვხიბლოთ თევზი მამაკაციგირჩევთ:
- მოიფიქროთ, თუ როგორ დაუმტკიცოთ თქვენს რჩეულს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ძველმოდური რომანები;
- შექმნათ საოცრად ალერსიანი და მგრძნობიარე ბუნების ქალის შთაბეჭდილება, მაშინაც კი, როდესაც ძალიან ცუდ გუნებაზე ხართ;
- არ მოერიდოთ ცრემლებს, გრძნობებსა და სხვა სენტიმენტალურ გამოვლინებებს;
- შთაუნერგოთ მას, რომ ცხოველები და ბავშვები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია;
- დაარწმუნოთ, რომ მანამდე, გულწრფელად, არავინ გყვარებიათ და მხოლოდ ახლა და მხოლოდ მასთან იგრძენით ეს ღვრთაებრივი გრძნობა!
არ გირჩევთ:
- როდესმე შეურაცხყოთ მისი გრძნობები!
- მისი ყურადღების ზედმეტად აქცენტირებას ფულთან უყაირათო დამოკიდებულების გამო, ვინაიდან, მისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ძალიან არაპრაქტიკულია;
- თვალებს აცეცებდეთ საზოგადოებაში და კაცებს ეპრანჭებოდეთ, როდესაც ასეთი ფაქიზი ბუნების ადამიანის გვერდით იმყოფებით, მას ხომ ისედაც ცოტა ჰყოფნის განაწყენებისთვის.
როგორ მოვხიბლოთ თევზი მანდილოსანი? თევზების გულის მოგებას კიდე რაღა უნდა? მთავარია მოეფეროთ, დაამშვიდოთ, გაათბოთ.. და თქვენია. ერთი ეგაა, მომავალში მისი პერიოდული დეპრესიულ-მელანქოლიური შემოტევების ატანა და გატარებაც უნდა ისწავლოთ. თევზის სისუსტე წუწუნის სიყვარულია. შემოგჩივლებთ, თქვენ მხარზე იქვითინებს და მუდამ ეყვარებით.. თქვენც რა გინდათ მეტი?
კვების რაციონი
თევზებს უყვარს ჩაი და შეუძლია დღეში რვა ფინჯანზე მეტიც მიირთვას. უყვარს ასევე ჯინი, ლიმონათი, ლუდი და თითქმის ყველა სასმელი.
ხშირად თევზები ფიზიკურად სუსტია და ხიფათიანი. თუმცა, ამ ჰოროსკოპის მატარებელ ნებისმიერ ადამიანში დევს ორი საწყისი - ძლიერი და სუსტი თევზი - და მხოლოდ პირადად ამ პიროვნებაზეა დამოკიდებული რომელი მათგანი იმძლავრებს და იქნება დომინანტი.
ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თევზები საკმაოდ ძლიერი ნიშანია რადგან თუ ის ე. წ. ზემოთმავალი, ძლიერი თევზია წარმატებისკენ მავალ გზაზე ვერაფერი შეაჩერებს.
თევზები არ გიჟდებიან ჭამაზე, მაგრამ სიამოვნებთ საკვები, რომელიც ფერადია, ლამაზად და დახვეწილად გამოიყურება.
მოსწონთ ეგზოტიკური სალათები, უცნაური ინგრედიენტებით და დაბალკალორიული სასუსნავი, სადაც დამატებულია ტროპიკული ხილი...
აირჩიეთ სალათებიდან ყველაზე ფერადი და გემრიელი : )
1. სალათის ფურცლები, კიტრი, მანგო, 2 ს.კ გახეხილი ყველი
2. 50 გრ უცხიმო ლორი, ფორთოხალი, მწვანე ლობიო, ხახვი და სალათის ფურცლები
3. 50 გრ ქათამი, ყვავილოვანი კომბოსტი, მწვანე ლობიო, დაკონსერვებული ბარდა და ოხრახუში
4. თოხლო კვერცხი, 1 ნაჭერი პომიდორი, 2 ფილე და ანჩოუსი, 2 ც მოხარშული და კუბებად დაჭრილი კარტოფილი, 4 ც ზეთის ხილი, კიტრი და სალათის ფურცლები
5. 50 გე ქათამი ან უცხიმო ლორი ვაშლის სოუსით, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, 125 გრ კარტოფილი
6. 1 ც თევზის ღვეზელი, 75 გრ ჩიფსი, დიდი ულუფა ბოსტნეულის სალათა.
როგორც ჩაის და ფერადისაკვების მოყვარულებს გაგახარებთ და გეტყვით რომ ჩვენს სავაჭრო ბაზარზე იყიდება ე. წ. ეგვიპტური ჩაი „კარკადე“. რომელიც უგემრიელესი გემოს გარდა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავ თვისებას შეიცავს და ვიზუალურად ძალიან ლამაზად გამოიყურება. - მისი ფერი წითელია.
* * *
წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი
ბარბოსა 275
hermion granger 208
rock in rose 91
bittersweet 77
diaz_niasamidze 71
anuky 52
koxi 49
woman_ 47
B-E-R-U 45
demna_ 39
* * *
თევზი ფეხბურთელები
შოთა არველაძე 22 თებერვალი (საქართველოს ნაკრების ყველა დროსი საუკეთესო ბომბარდირი)

კახა კალაძე 27 თებერვალი (ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი)

თემურ ქეცბაია 18 მარტი (ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელი)

უცხოელებზეც გადავალ
ნესტა 19 მარტი

ჯანლუკა ძამბროტა 19 თებერვალი

სამუელ ეტოო 10 მარტი

ლასანა დიარა ასევე 10 მარტი

დროგბა 11 მარტი

ფაბიო კოენტრაო 11 მარტი

ტეო ვოლკოტი 16 მარტი

ემანუელ ადებაიორი 26 თებერვალი

პეპე ასევე 26 თებერვალი

ფერნანდო ლორენტე ესეც 26 თებერვალი

ძეკო 17 მარტი

კევინც პრინც ბოატენგი 6 მარტი

ჯერჯერობით მეტი არ გამახსენდა არავინ. ხო ისე მადრიდის რეალის და ბარსელონას პრეზიდენტები თევზები არიან
This post has been edited by ბარბოსა on 8 Sep 2012, 04:15