ჩემი განცხადება არ გეგონოთ
საჯაია: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს კანდიდატს, გამარჯვების რეალური შანსი აქვსნაციონალური მოძრაობის” წევრის მარიამ საჯაიას შეფასებით, მათ არჩევნებში საკმაოდ რეალური შანსი აქვთ და ამას NDI_ს კვლევებიც მოწმობს.
როგორც “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრეკონფერენციაზე საჯაიამ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური რეალობა და პროცენტული მაჩვენებებლები სწრაფად შეიძლება შეიცვალოს.
„საქართველოში პოლიტიკური რეალობა და პარტიების რეიტინგების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ სწრაფად იცვლება. მიმაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” როგორც პოლიტიკური ძალის შანსები, რეალურია. ჩვენ ეჭვქვეშ არ ვაყენებთ NDI-ს კვლევების ობიექტურობას. ფაქტია, რომ მოსახლეობის 56% “ნაციონალურ მოძრაობას” რეალურ პოლიტიკურ ძალად აფასებს. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენს კანდიდატს, გამარჯვების რეალური შანსი აქვს“,- განაცხადა საჯაიამ.