ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა შეირაღებული მებრძოლები ჩაიგდეს ხელში, რომლებიც ქაბულის მთავარ აეროპორტთან ახლოს შენობას დაეუფლნენ და აეროპორტზე იერიში განახორციელეს.
ცოტა ხნის წინ „თალიბანმა“ იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო.
ოფიციალური პირების ცნობით, მოკლულია შვიდი შეიარაღებული მებრძოლი . როგორც ადგილზე მყოფი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი აღნიშნავს, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა სიტუაციასთან გამკლავება საერთაშორისო ძალების დახმარების გარეშე მოახერხეს.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ორშაბათს აეროპორტიდან აფეთქებებისა და სროლების ხმა ისმოდა. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო, დაიკეტა ახლომდებარე გზები.
ქაბულის პოლიციის განცხადებით, მოკლულია 7 შეიარაღებული მებრძოლი - ორი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს, ხუთმა თავი თავად აიფეთქა. მისი თქმით, პოლიცელები ან სამოქალაქო პირები არ დაშავებულან.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანას საერთაშორისო ძალების უმრავლესობა 2014 წლის ბოლოს დატოვებს.
http://news.ge/ge/news/story/56931-tavdask...ulis-aeroportze