უფრო მეტი ვიდრე გუნდი"
უფრო სწრაფი ვიდრე ქარი,
როცა ბარსა ბურთს აგორებს,
მათი არის მოედანი.
ვუყურებ და ვერა ვძღები,
გვიკავია ყველა ზონა.
სტადიონის გუგუნს ვყვები:
,,ბარსელონა… ბარსელონა"
სულ სხვაგვარი მუღამი აქვს,
როცა ბურთს ფლობს ლეო მესი,
ერთნაირად უმუშავებს,
მუხლი, ტერფი, წვივი, მყესი.
გენიალურ გადაცემებს,
გინდა ფეხით, გინდა თავით
რომ აკეთებს მოგინდება,
ჩაიხუტო გულში ჩავი.
მოედანზე სიკვდილაა,
უბრძოლველად არ თმობს მეტრსაც,
ოცნებაზე მეტი ჰქვია,
რომ თამაშობს ინიესტა.
მის დარტყმა და ტექნიკა,
კვლავ შეურხევს რეალს ბადეს,
გაგვახარებს მჯერა ბევრჯერ,
ჩვენი ვილა ''ელ გუახე''.
ვინ გაუძლებს ქარიან დღეს,
ან პაპანაქება მზიანს?!
რათქმაუნდა ჩვენი სერგი,
ჩემი ძმაა ბუსკეცუნა.
უკან – პიკე, პუიოლი,
იქ ერიკი, აქეთ დანი,
აი დაცვა რომლისთვისაც,
სახლი არის მოედანი.
გმირია და მორჩა, ვსიო,
ნეტა მსგავსი ბევრი გვყავდეს,
შეცდომები ვის არ მოსდის,
გენაცვალე გულში ვალდეს.
ამ თერთმეტით არ ვმთავრდებით
და ტყუილად ნუ გგონიათ.
დირიჟორობს ჩვენი პეპი,
გუნდ – ფეხბურთის სიმფონიას.
აბა კიდევ ბევრი გოლი
და ფინტების მთელი კონა,
მოგვიძღვენი – გუნდზე მეტო,
მოგვიძღვენი – ბარსელონა