This War of Mine (post #40328004)აჰა,იმდღანდელ ექსპრომტი
კიდე დავდებ თუ ვნახე,
ჰაჰ,როდინდელია,აქაურ სტანდარტებს ვერ ქაჩავს,ჯასთ მოყვარული ვარ
წვიმს.ოპტიკაზე ცხიმს ვუსმევ,რომ კარგად დავუმიზნო.ცოტა ხანში ბრძოლა დაიწყება,ყველა ხელსაწყოს ბოლოჯერ ვამოწმებ.არ მინდა რამემ მიმტყუნოს.ასეთი იარაღი აქამდე არ გვქონია,მტერმაც არ იცის და უშიშრად მოდის ჩვენზე,მოვიდნენ,მალე ვანანებ ამ თავდაჯერებას...
დაიწყო...კარგად დავინახე პირველი ტანკი სამიზნეში..კარგად ვუმიზნებ,დინჯად,ზუსტად...ვისვრი...ნათლად ვხედავ როგორ ვარდება ცეცხლ-ნარევი კვამლი,თითქმის ჩემამდე აღწევს მათი კივილი.ვტენით...კიდევ ერთი სამიზნე...ვისვრი...აფეთქება...კიდევ ერთხელ...და კიდევ...
ლულა ხურდება.ისე ხუდება,რომ ჰაერსაც ალღვობს და ლითონისფერი აირი მზერას მიბინდავს.ტანკს კვამლი ავსებს.დენთის სუნს სიამოვნებით ვსუმთქავ.ახლა ის ჩემთვის ჟანგბადზე უკეთესია.როგორც იქნა,შურისძიება.საუკეთესო გრძნობა ამ ქვეყნად.ნეტავ რამდენი გული გავაჩერე,რამდენი დავაობლე,რამდენი დავაქვრივე.მაგრამ ახლა შებრალების დრო არ არის და მეც მიხარია.
ჩემი ადამიანობის უკანასკნელ წვეთს,ჭურვს ვატან ჩემ მძვინვარებასთან ერთად და მხოლოდ იარაღი რჩება.მშვენიერია...ჩვენ ამისთვის შეგვქმნეს.არანაირი შიში,არანაირი მერყეობა,არანაირი შებრალება.კარგი ბრძოლაა,ვერაფერს იტყვი.
მაინც მოდიან,სროლით,გრუხუნით,ჭექა-ქუხილით,მათ ჭურვებს ჩვენ ჯავშანზე ვგრძნობ,მაგრამ მათ ხომ იციან რომ დაიღუპებიან,ხომ იციან რომ ჩვენთან შანსი არ აქვთ.მაშ რატომ,რატომღა მოდიან?ერთი წამით შიში მეპარება,იმასაც მორიგი გასროლით ვიცილებ.საშინელი გრძნობაა შიში,გასუსტებს,გაბრმავებს,გაბნევს.
მგონი სრულდება,უკან იხევენ,წინ კი კვამლის ფარდებს ტოვებენ,თითქოს ამით უნდათ საკუთარი სირცხვილის დაფარვა,ერთხელაც ვისვრი,არ ვიცი მისწვდა თუ არა სამიზნეს.
ჩვენ ჯავშანზე მორიგს ნასხლეტს ფიქრიდან გამოვყავარ.მტრის ტანკს სულ ახლოს ვხედავ.რაღაც გრძნობა მეუფლება.არ ვიცი რა არის.სიბრალული?...არა,არხლა ვხვდები,ძნელია არ გაგიჩნდეს პატივსიცემის გრძნობა ასეთი მოწინააღმდეგისადმი.პირველად ჩემ სიცოცხლეში აღარ მინდა სროლა,არ მინდა ამ სიმამაცის მოსპობა რკინის ნაჭრით.ახლა ეშმაკიც კი ვერ მაიძულებს გასროლას...
მაგრამ მააინც ვისვრი,აფეთქების ხმა მოგვიანებით აღწევს ჩემამდე.ასეთი სინანული არასდროს განმიცდია.ის რატომ არ გაიქცა,რატომ არ დამორჩილდა ბრძანებას?არ ვიცი,ალბათ ჰქონდა თავისი მიზეზები.ამას ვეღარ გავიგებ
ბრძოლის მერე ამ ტანკთან მივედი.ჩვენმა ჭურვმა თავისი საქმე გააკეთა,თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი,მაგრამ მაინც მოვახერხე კოშკურაზე თეთრი საღებავით მიწერილი წარწერის ამოკითხვა:"За Родину"
This post has been edited by narmonana on 2 Apr 2014, 22:22