
ჯორჯ ბუშის თქმით მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ისაა, რომ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა
10:47 25.04.2013
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა.
ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდა, მათ ერთად ივახშმეს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
http://www.newspress.ge/politika/22069-jor...a-istsavla.htmlმიშას ვიზიტი უბრალოდ აღარაა საინტერესო, ან რა წაიღო, ან რას ჩამოიტანს?
მთავარია ამჯერად ტრაილერებს კი არა truck-ებს მაინც აღარ დაეჯახება
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ