მირჩევნია ვიყო მავანის გაგებით "იდიოტი", ვიდრე კონფორმისტი, კარიერისტი და საერთოდ მედროვე, ვინც უმეტესად საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური ინტერესების გამო მოქმედებს!
ცოტა ხნის წინ ერთმა მინისტრმა პირად საუბარში მითხრა, რომ თურმე პოლიტიკური ალღო არ მივარგა...
თურმე ჩვენთან პოლიტიკურ ალღოდ და შორსმჭვრეტელობად ითვლება იმ პოლიტ.ძალასთნ შეკვრა და შემდგომში მუდმივი თავის ქიცინი, რაც აუცილებლად მოითხოვს საკუთარი პრინციპების, პოზიციების და ხედვების უგულველყოფას, რომელსაც მეტი შანსი აქვს ხელისუფლებაში მოსვლის.
რატომ უჭირთ მათ, ვინც ხმა მისცა ამა ტუ იმ ხელისუფლებას, მერე აღიაროს ამ ხელისუფლების დაშვებული შეცდომები?
მართლა არ მესმის!!!
არაერთხელ მითქვამს - მიშა და ნაცები ვერ მოახერხებდნენ ყველაფერ იმას, რამაც ფაქტიურად საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რომ არ ყოფილიყვნენ მიშმადიდებლები და ყველაფერზე კვერის დამკვრელები!
სამწუხაროდ იგივე ტენდეცია შეინიშნება ახლაც, თუმცა გასაკვირი არც არაფერია!
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ