MONTY1981-83 წლებში საქართველოში ნავთობის მოპოვება წელიწადში 3.3 მლნ ტონას აღწევდა. 90-ანი წლების ბოლოს უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა დათვალეს ნავთობის პროგნოზული რესურსი, რომელმაც 2 მილიარდ 350 მილიონი ტონა შეადგინა, გაზის პროგნოზულმა რესურსებმა კი (აღმოსავლეთი საქართველო) - 180 მლრდ. მ3. ამ პოტენციური რესურსის 40-50%-ის ათვისების შემთხვევაშიც კი ქვეყნის ბიუჯეტი რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის მოგებას მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ნავთობისა და გაზის საკმარისი რაოდენობის რესურსი და მარაგი, დარგის ინტენსიური განვითარება მაინც ვერ მოხერხდა. სასურველი შედეგი ვერც 90-იანი წლების შუა პერიოდიდან უცხოელი ინვესტორების მოზიდვამ გამოიღო. სამწუხაროდ, ინვესტორი ორიენტირებული იყო არსებული საბადოებიდან სწრაფი და მაქსიმალური მოგების მიღებაზე და არ ზრუნავდა ინოვაციური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში არ მომხდარა არც ერთი ახალი საბადოს აღმოჩენა, რაზეც ნათლად მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკა: 1995 წელს მოიპოვებოდა 38,7 ათასი ტონა ნავთობი, 1997 წელს ეს მაჩვენებელი 130,5 ათას ტონამდე გაიზარდა, ხოლო შემდგომში მოპოვებამ კვლავ დაიწყო კლება და 2008 წელს დაახლოებით 50 ათას ტონამდე დაეცა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ვერ ან არ გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები, რის გამოც მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები არაეფექტური აღმოჩნდა; არადა, საქართველოს კანონი "ნავთობისა და გაზის შესახებ" ინვესტორს ავალდებულებს, ნავთობისა და გაზის ძიება და მოპოვება აწარმოოს თანამედროვე და ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით.
წყარო
http://www.resonancedaily.com/index.php?id...=11&id_artc=649ქართული ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე? This post has been edited by bfjribhs on 15 May 2013, 12:13