პირდაპირ შესაშურად კეთილგანყობილი, გულუხვი და სრულად კოაბიტირებულია ეს ჩვენი დათო უსუფაშვილი.
ჯერ სიტყვიერად არ კმაროდა მისი აღიარება, თურმე ნაცების გადარჩენა მისი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, და ახლა კიდე თავად ერთი მანქანით დარჩა და ჯიპი, მეორე მანქანად, ყოფილ სპიკერს დათო ბაქრაძეს გადაულოცა, თან მორიდებით შეუთანხმდა, როცა დამჭირდება ცოტა ხნით ხომ მათხოვებ-ხოლმეო?
ანუ ახლანდელი პარლამენტის თავმჯდომარე ერთი მანქანით დადის, და ახლანდელი ვიცე-სპიკერი, უწინ თავმჯდომარე ისევ ორი მანქანით ივლის...
არ მყოფნის უნარი ეს ავხსნა და ვინმემ ოცნებიდან მოისხით მადლი და გამაგებინეთ, ეს ნაცები, აწ უკვე ეროვნულები და ქოცები მართლა სულ მთლა წარმატებით შეირწყნენ, ანუ კოაბიტირდნენ, პოლიტიკურად რა თქმა უნდა?
დავით უსუფაშვილი: თუ ჯიპი დამჭირდება, ვიცე-სპიკერისგან ვითხოვ
08:42 25.04.2013
ავტომანქანებით პარლამენტის თავმჯდომარის მომსახურებაზე საუბრის დროს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გათვალისწინებული ორი მანქანიდან ერთი ყოფილ სპიკერს დავით ბაქრაძეს დაუთმო.
"დავით ბაქრაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეობისას, ორი მანქანა ემსახურებოდა. ერთი "მერსედესი", რომელიც ახლაც აქ, სტუდიასთან დგას და შეგიძლიათ შეამოწმოთ, მეორე კი - ჯიპი, რომელიც ბაქრაძეს გადავეცი", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში.
"თუ წინა თავმჯდომარეს ორი მანქანა ემსახურებოდა, მე ახლა ერთით დავდივარ, მეორეთი კი თავად ბაქრაძე დადის. იყო საუბარი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჯიპი ჭირდება, რადგან ამ მანქანით ზოგ ადგილზე სიარული, რთულია, მაგრამ შევთანხმდით, რომ თუ დამჭირდა ჯიპი, რომელიმე ვიცე-სპიკერი მათხოვებს". - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ხანდახან ახალი მანქანაც საჭიროა. მისი თქმით, არსებობს გარკვეული ატრიბუტები, როდესაც მაღალი რანგის სტუმრისთვის განსაკუთრებული დახვედრაა საჭირო, თუმცა ადვილი მისახვედრია, ეს შემთხვევებისთვისაა საჭირო თუ პირადი მოხმარებისთვის.
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ