ღირდა ამ ბავშვის ცხოვრების დანგრევად ამნისტია?
ბესელიას რა ანაღვლებს ის და მისი ნათესავები დაცულნი არიან.
გურჯაანის რაიონული პროკურატურა 10 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეს იძიებს
პარასკევი, 10 მაისი 2013 11:16
გურჯაანის რაიონული პროკურატურა 10 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეს იძიებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა განუცხადა, შემთხვევა გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაახლოებით 3 კვირის წინ მოხდა.
საქმეში 30 წლამდე მამაკაცი ფიგურირებს, თუმცა მას ბრალი ჯერ არ წაყენებია. ლევან ღვედაშვილის თქმით, მამაკაცი ნასამართლევია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი პატიმრობიდან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მასობრივი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
„დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლებმა დაახლოებით 1 კვირის დაგვიანებით მოგვმართეს და ახლა ექსპერტიზებია დანიშნული, მოწმეები დაიკითხნენ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თუმცა მამაკაცს ბრალი ჯერ არ წაყენებია.
მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას ჯერ მხოლოდ დაზარალებული ბიჭის ჩვენება ადასტურებს, რომელშიც ის ყვება, რომ მამაკაცმა მასთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი დაამყარა,“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან ღვედაშვილმა.
პროკურორის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 138-ე მუხლით არის აღძრული რაც გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
http://ick.ge/rubrics/society/14302----10-----.html
ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად.
ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.