საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის 23 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა. კერძოდ, მისი განცხადებით „ყველასთვის ნათელია, რომ 2008 წელს, რუსეთმა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა“.
ასამბლეის დეპუტატებისთვის ეს ყველაფერი ნამდვილად ნათელია, რადგან დასავლეთი ადიდებს საქართველოს დემოკრატიულობას და ადვილად პატიობს იმ დანაშაულებებს, რომლებსაც არაქართველი მოსახლეობისადმი, კერძოდ ოსებისადმი, ჩადის.
სამინისტროს არანაკლებ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, როგორც ქართული დელეგაცია, ასევე ასამბლეის დეპუტატები, რუსეთ-საქართველოს ომად მოიხსენიებენ და არა ქართულ აგრესიად ოსეთის ხალხის მიმართ. ეს ცალმხრივი და დანაშაულებრივი პოზიცია გამოწვეულია სამხრეთ ოსეთის წარმოამგენლების საერთაშორისო ტრიბუნაზე არ დაშვებით, საიდანაც ისინი მთელ მსოფლიოს გააგებინებდნენ სიმართლეს ქართული დანაშაულებებისა და ოსი ხალხის გენოციდის შესახებ. აქდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთი მიესალმება რუსული დელეგაციის ინიციატივას იმის შესახებ, რომ კოსოვოს მსგავსად, ასამბლემაში სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთის წარმოდგენილებიც უნდა იყვნენ.
ამის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობამ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ბევრი შეცდომა დაუშვა აფხაზი და ოსი ძმების მიმართ“. სამხრეთ ოსეთის ხალხმა კარგად იცის, რომ ქართველები ათწლეულების მანძილზე აღზრდილები იყვნენ შოვინიზიმისა და ქსენოფობიის პრინციპებზე. ოსი ხალხი ქართველების ძმები არასდროს ყოფილან, არამედ უბრალოდ მეზობლები იყვნენ. რატომღაც ივანიშვილს დაავიწყდა ქართველების მიერ სამხრეთ ოსეთის დაბომბვა და ქართული ტანკების ცხინვალში შეჭრა. ისინი ესროდნენ შეუარაღებელ მოსახლეობას. როგორც ჩანს, ქართველები ასე გამოხატავენ ძმებისადმი სიყვარულს.
ბოლო დროს, იკვეთება ტენდენცია, რომლის მიხედვით კრიტიკა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ კონცენტრირდება. თითქოს, ყველაფერში მხოლოდ ის არის დამნაშავე და ქართველი ხალხი ითვლება, რომ არაფერ შუაში არ იყო ამ დანაშაულებებთან!
სამხრეთ ოსეთში არავის არ ეპარება ეჭვი, რომ საქართველოში ნაციზმის იდეა მემკვიდრეობითიკა და კარგად გავრცელებულია. ამის დამამტკიცებელი ბევრი მაგალითი არსებობს. ივანიშვილმა თავის სიტყვაში აქცენტი გააკეთა ცინიკური „ოკუპაციის შესახებ კანონის“ გაუქმების შეუძლებლობაზე. ეს ადასტურებს ქართული მხარის უცვლელ პოზიციას სამხრეთ ოსეთის მიმართ.
სამხრეთ ოსეთში ასევე არ სჯერათ იმ ხმამაღალი განცხადებების, რომლებსაც ქართველი ლიდერები ახმაურებენ იმის შესახებ, რომ ქართველებს ძალიან უყვართ ოსი ხალხი“ - ნათქვამია განცხადებაში.
http://news.ge/ge/news/story/53136-tskhinv...rasodes-yofilan This post has been edited by kao-mebu on 27 Apr 2013, 08:34