სუსტი დიზაინის არგუმენტი, იგივე დისტელეოლოგიური არგუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ ათეისტურ არგუმენტს (შემოქმედი) ღმერთის არსებობის საწინააღმდეგოდ. მისი ძირითადი ფორმულირება ასეთია:
1. ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და უკეთილშობილეს ღმერთს უნდა შეექმნა ისეთი ორგანიზმები, რომლებსაც ოპტიმალური აგებულება (დიზაინი) ექნებოდათ.
2. ორგანიზმებს აქვთ ისეთი მახასიათებლები, რომლებიც ოპტიმალურზე ნაკლები ან გამოუსადეგარიც კია.
3. შესაბამისად, მათი შემქმნელი პირველ პუნქტში აღწერილი თვისებების მქონე არსება ვერ იქნება.
მაგალითები:
1. ასობით სახეობის თევზი ბინადრობს გამოქვაბულში, სადაც სრული სიბნელეა და აქვთ უფუნქციო თვალები.
2. სალამანდრებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ხმელეთზე ატარებენ, კვერცხების დადება წყალში უწევთ. ზღვის კუებს კი პირიქით,
3. დელფინები და ვეშაპები წყალში ცხოვრებას არიან მორგებულნი, მიუხედავად ამისა, ჰაერის ჩასასუნთქად იძულებული არიან, ზედაპირზე ამოვიდნენ.
4. მენჯის ძვალი ვეშაპში, გველებში, ლამანტინებში.
5. ძუძუს თავები მამრ ძუძუმწოვრებში.
6. უკბილო ვეშაპებს ნაყოფად ყოფნის პერიოდში უვითარდებათ კბილები, რომლებიც შემდეგ ქრება. ანალოგიურად დელფინებში უკანა კიდურები და ადამიანში კუდი.
7. ფრთები იმ არსებებში, რომლებიც ვერ დაფრინავენ - სირაქლემა, ზოგიერთი ხოჭო და ა.შ.
8. უფუნქციო გენები უსარგებლო თვისებებისთვის, მაგალითად კბილების ამოსვლის გენები ფრინველებში, დამატებითი თითების გაზრდის გენები ცხენებში და ა.შ.
9. მძიმე ძვლები ღამურის ჩონჩხში, როცა საფრენად მსუბუქი და ფუტურო ძვლები უფრო მოსახერხებელია.
10. ხვლიკის სახეობა Cnemidophorus neomexicanus-ში ყველა მდედრია. გამრავლებისთვის წყვილდებიან სხვა, მათ მონათესავე ხვლიკებთან.
11. სექსუალური აქტი თითქოსდა მხოლოდ გამრავლებას ემსახურება, მაგრამ მათი უმეტესობა წარუმატებელია, ჩასახვის შემთხვევაშიც არც ისე იშვიათია პირველ ტრიმესტრში ნაყოფის სიკვდილი.
12. თითქმის უსარგებლო კუნთები, ნერვები და ფუნქციები, მაგალითად იაკობსონის ორგანო, ტერფძირის კუნთები, სიბრძნის კბილი, ბალანის აბურძგვლა, ტანზე თმა და ა.შ.
13. ხარვეზები ადამიანის თვალში - ნერვები და სისხლძარღვები განლაგებულია ბადურას ზედაპირზე. თვალის მიერ აღქმულ გამოსახულებას ტვინი აბრუნებს, რომ სამყარო სწორად აღვიქვათ. ასევე ბადურას პოზიცია, სკოტომა და ა.შ.
14. მცენარეები არიან მწვანე ფერის და არა შავი, როცა შავის შემთხვევაში მეტ სინათლეს "შეიწოვდნენ".
და სხვა მრავალი.
რას ფიქრობთ?
მიმაგრებული სურათი