http://www.media.ge/ge/portal/news/50414/ტელეკომპანია „საქართველო“ სამაუწყებლო ლიცენზიას „სამოქალაქო განათლების ფონდს“ გადასცემს
Maia Tsiklauri
„სამოქალაქო განათლების ფონდი“ ამჟამად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „ტაბულას“ გამოსცემს. ფონდის დირექტორი და „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ცოლი, თამარ ჩერგოლეიშვილია. როგორც Media.Ge-ს თამარ ჩერგოლეიშვილმა აცნობა, ის ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. მისი თქმით, კომისიის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება პრესრელიზი, თუმცა უფრო ვრცლად სამომავლო გეგმებზე ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.
ტელეკომპანია „საქართველო“ კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობდა და მისი სიხშირე თბილისსა და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში იყო ხელმისაწვდომი.
საქართველო, როგორც სამხედრო თემატიკაზე მომუშავე არხი 2007 წლის სექტემბერში გავიდა ეთერში. 2011 წლის ბოლოდან მისი მფლობელი მცხეთა - მთიანეთის რაონში სახელმწიფო რწმუნებულის ცეზარ ჩოჩელის ძმა, კომპანია „ბარამბოს“ მფლობელი იაგო ჩოჩელია. ამ მაუწყებლების ერთპიროვნული მესაკუთრე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „დენალ იუნიონი“ იყო.
„სამოქალაქო განათლების ფონდს“ ამჟამად 14 წევრი ჰყავს: გია ნოდია, გიგა ზედანია, ბაადურ მალაზონია, ლევან რამიშვილი, ალექსი მაჭავარიანი, ბექა მინდიაშვილი, დავით პაიჭაძე, კახა ბენდუქიძე, ნინო გოგიბერიძე, დავით კოვზირიძე, ირაკლი საღინაძე, ქეთევან დევდარიანი, გიორგი ლიფონავა და გიორგი ფრუიძე. ეს უკანასკნელი არის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიების „მედია ჯორჯიასა“ და „ჯორჯიან მედია კომპანის“ დირექტორი, რომელიც 5 დღის განმავლობაში ფლობდა ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ 40 პროცენტიან წილს.
ისე, ცოტა სასაცილოცაა.