არ ვიცი თემა იყო თუ არა მაგრამ 110 დისკი აღმოუჩენიათ ინტიმური ხასიათის შემცველი.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...nadgurdeba.htmlახლად აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები 31 იანვარს საჯაროდ განადგურდება
16:29 29-01-2014
ახლად აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები 31 იანვარს საჯაროდ განადგურდება პირადი ცხოვრების ამსახველი ახლად აღმოჩენილი ფარული ჩანაწერები 31 იანვარს საჯაროდ განადგურდება, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ასეთი სულ აღმოჩენილია ორი დისკი, რომელიც ინტიმურ სცენებს ასახავს და ის განადგურდება ისევე, როგორც განადგურდა ჯერ კიდევ 5 სექტემბერს 110 ინტიმური ხასიათის შემცველი ფაილები.
"ეს ახლად აღმოჩენილი ორი დისკი ისევე, როგორც ის 110 დისკი, რომელიც გავანადგურეთ, შეეხება ისეთ ინტიმურ სცენებს, რომელიც დაზარალებულის ღირსებას შეეხება და მისი ღირსების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ადრე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი განადგურების და ეს ორი დისკიც, რომელიც იქნა აღმოჩენილი განადგურდება", - აღნიშნა იზორიამ.
მისივე თქმით, დაახლოებით სულ 635 დისკზეა საუბარი, რომელიც 750 საათ ინფორმაციას მოიცავს და რომელიც სწორედ პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკურ ოპონენტებზე უკანონო თვალთვალს მოიცავს. ასევე მათ პირად ცხოვრებაზე ინფორმაციას.
როგორც იზორიამ განმარტა, ის დისკები, რომლებიც არ განადგურდება შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა პროკურატურას და დაიწყება გამოძიება.
ამასთან, მისივე განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებისთვის მომზადდება ფართო ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც 31 იანვარს გაიმართება.
საქართველო იყო თუ ერთი დიდი პორნოსტუდია ბლიად?

პ.ს.
არავინ არ თქვათ საქართველოში სექსი არააო

არი ბლომად და თან ლუბოი კონფიგურაციით

___
მოდერ სათაური ჩამისწორე რა, საქართველოა -ს 'ა' მოაჭერით
This post has been edited by oldnewbie on 29 Jan 2014, 16:56