პრინციპში, გამორიცხულია არაფერია.
მით უმეტეს ელდარის კანდიდატურა ფაქტიურად ყველა პოსტზე შეიძლება განიხილოს.
კახის რაც შეეხება აგერ უკვე კახიშვილიც უჭერს მხარს:
ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ საბოლოო საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
როგორც "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "რეალურად კალაძე არის კოალიცია "ქართული ოცნების" სახე".
"რეალურად კახი კალაძე არის კოალიცია „ქართული ოცნების“ სახე. ჩვენ ვიცით მისი ახლო ურთიერთობა პრემიერთან. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და პირადად მეც, სკეპტიკურად აღვიქვით მისი დანიშვნა ენერგეტიკის მინისტრად, მაგრამ მასთან შეხვედრაზე მე გაოცებული დავრჩი ამ ადამიანის მომზადების ხარისხით. პრეზიდენტი, ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც ძალიან მალე ამოქმედდება, უნდა იყოს არბიტრი და ის არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე პარტიასთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კოალიციაში რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი განიხილება, მაგრამ, ალბათ, საბოლოო კანდიდატი მაინც კახა კალაძე იქნება", – აცხადებს კახიშვილი.
http://primetimenews.ge/?page=3&news_id=17970