ბიძინა ივანიშვილი გია ხუხაშვილზე განმარტებას აკეთებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანისვილის განმარტებით გია ხუხაშვილი გუნდთან ერთად მუშაობს და მას ამ გუნდში თავის ადგილი აქვს. ამის შესახებ პრემიერმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უპასუხა.
"ძალიან მაგარი კაცია გია ხუხაშვილი. ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ქვეყანას დაეხმაროს და ამას ცდილობს. მას არ ჰქონდა სურვილი, რომ ყოფილიყო ნებისმიერ თანამდებობაზე მთავრობაში . ჩვენ გადავწყვიტეთ რამდენიმე დღის წინ რომ გაფორმდეს ოფიციალურად მრჩევლად, რამეთუ ძალიან დიდი ხმაუარია მასთან დაკავშირებით. გია არის აბსოლუტურად პატიოსანი და წესიერი კაცი და ტყუილად ცდილობენ განაწყენებული ადამიანები და უმეტესწილად ნაცები ახერხებენ ამას და აღვივებენ სიცრუებს ამასთან დაკავშირებით. გია არის აბსოლუტურად წესიერი და მობილიზებული კაცი, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ძალიან ბევრს აკეთებს. ზედმეტად ახერხებენ მის წარმოჩენას, რომ ყველაფერს ის წყვეტს. გია არის ერთ-ერთი მათგანი ვინც მე მეხმარება და მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ. საოცარი მეუღლე ჰყავს გიას და ძალიან ღელავს, როდესაც გიაზე ასეთ რაღაცეებს წერენ მასზე. გია არის ნამდვილი პატრიოტი თავის ქვეყნის, მთელი გუნდი მუშაობს და ამ გუნდში გიას აქვს თავისი ადგილი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
http://timer.ge/7183-bidzina-ivanishvili-g...-akethebs.html#