#36227024 · 29 Apr 2013, 21:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვნების შვიდეულში არ იკითხება პარაკლისები და დაუჯდომელი ლოცვები (აკათისტოები) დიდი სამშაბათი - ახლოვდება იუდეველთა დღესასწაული პასექი. ყველა იუდეველი იკრიბება იერუსალიმში, მათ წინაშე იბადება კითხვა - ვინ არის იესო: მესია თუ თვითმარქვია? მაცხოვარში მწიგნობრები და ფარისევლები ხედავენ მოსეს კანონების უარმყოფელს, რომელიც ქადაგებს უცხო მოძღვრებას. მათ სურთ ხორციელი მესია, იუდეველთა წინამძღოლი, მსგავსი დავითისა და სოლომონისა, და არა მესია, როგორც სამყაროს მხსნელი.
დიდ სამშაბათს (ცისკრის ჟამნზე, რიგის კანონთა წაკითხვის შემდეგ), იკითხება წმ. იოანე ოქროპირის 77-ე სიტყვა მათეს სახარების 24-ე თავის 32 და 33 მუხლების შესახებ. აქ საუბარია სულიერ ზაფხულზე, ანუ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დადგება ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა ჩაივლის საწუთრო - „ცოდვის ზამთარი“.
ამ დღესვე იკითხება სვინაქსარი, რომელიც გვახსენებს იგავს ათ ქალწულზე, რათა ვისწავლოთ სულიერი სიფხიზლე და მზად ვიყოთ იმ მოულოდნელი წამისთვის, როცა - „სიძე მოვალს შუაღამესა“.
III, VIდა IX ჟამნებზე განჩინებული სახარებების კითხვის დასრულების შემდეგ იკითხება წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალებასა და (კვლავ) ათ ქალწულზე.
წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს შემდეგ კონდაკზე:
„ჟამსა მას განსვლისასა იხსენებდი შენ, ოი, სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა, და მოცემული შენდა ტალანტი, განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, იღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა“.
--------------------
[B]იჰუუუუუუუუ[/B]
|