http://www.newposts.ge/sazogadoeba/11823-k...e-pingvini.htmlფარმაცევტულ კომპანიას კახა კალაძის მამამ "პინგვინი" დაარქვა და მონოპოლისტი ხდება
20:39 29.04.2013
ფარმაცევტული კომპანია, ახლადშექმნილი შპს ,,პინგვინი", რომლის მფლობელი კახი კალაძის მამა კარლო კალაძეა, დასავლეთ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიის აღებას აპირებს.
შპს ,,ცისკარის" წარმომადგენელი ადასტურებს, რომ თუ ადრე ისინი ქუთაისსა და იმერეთში სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო ჟანგბადით ამარაგებდნენ, ახლა მათ ბაზარზე კონკურენციას კალაძის კომპანია ,,პინგვინი" უწევს.
ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი ,,ქრონიკა" ავრცელებს. ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილის სტატიიდან:
,,ქუთაისის სამედიცინო სფეროს წამომადგენლები არ მალავენ, რომ ურთიერთობის ფორმა, თუნდაც ახალ კონტრაქტორთან, ცოტა უცნაურია. პირველივე დღეს შემდიან და ჯარიმას გიწერენ 300 ლარს, მეორე დღეს უკვე პირობას გიყენებენ და მაკაფიოდ გეუბნებიან, რომ სამედიცინო დაწესებულების ხსნა მხოლოდ ,,პინგვინშია", ერთი რომ ყოველგვარ კანონს სცილდება და მეორეც ძალიან შეურაცხმყოფელია"- აცხადებს სამედიცინო ცენტრის წარმომადგენელი ,,ქრონიკასთან" საუბრისას.