მოკლედ დიდი ხანია ვფიქრობ რა შეიძლება მოხდეს რომ ჩვენს ნაკრებს ეშველოს ( ეროვნულ ნაკრებზე ვიძახი) .
ის თემა სასაცილოდ მიმაჩნია,ბიჭები ვერ დარბიან,პასი არ იციან,ბურთს ვერ აჩერებენ,რა უნდა მოთხოვო ქეცბაიას და ა.შ. რადგან ჩვენზე ცუდი შემადგენლობით მეტს აღწევს ბევრი ნაკრები,ფიფას რეიტინგს მაინც ჩავხედოთ ვინაა ჩვენ წინ .
მოკლედ თემურა ისქელებს ჯიბეს კაი მაყუთს ჭრის,თუ მოიგებს ცაში აგვყავს,თუ ფრეა ჩუმად ვართ,თუ წააგო ვაჯვავთ და ისიც მაგრად აპრავებს ყველაფერს,მესებე,დაბალი დონე,ასე ისე .
გამოსავალს რაში ვხედავ,მოვიწვიოთ თემურ მახარაძე ნაკრებში,თამაშით თუ არა ფულით მაინც გაჭრის რაიმე კანალებს,ან თამაშებს გააკეთებენ,ან გამოვა წინა დღეს და იტყვის რო ხვალ წავაგებთ და მთელი ერი დადებს ფულს საქართველოს წაგებაზე და მაგარ მაყუთს ამოვაგდებთ და წელში გაიმართება ქვეყანა,ეკონომიკაც განვითარდება .
შესწორება- ქვეყნის გარეთ არ უნდა გავიდეს ეს ამბები ოღონდ,ფიფამდე რო არ მივიდეს და არ დაგვსაჯონ.
ხსნა მეორე :
მოვითხოვოთ ფიფაში რო 2 მეკარის დაყენება შეგვეძლოს კარში,სამაგიეროდ მინდვრის მოთამაშე 9 გვყავდეს 10 ის მაგივრად,რეალურად 7 მეტრია კარი 3 მეტრ ნახევარს ერთი დაიცავს,3 მეტრ ნახევარს მეორე და ძნელი იქნება ჩვენი კარის აღება .
დაცვაშიც შეიძლება მცირედი როტაცია,რაგბის ნაკრებიდან 4 ბურჯი რო გადმოვისროლოთ აქეთ და დავაყენოთ დაცვაში .
შუა ხაზზში სარისკოა იგივე ნაკრების შუა ხაზიდან სისხლის გადმოსხმა,ეგენი ვერ აათამაშებენ ბურთს შუაში და ვერ გაშლიან "მარაოს" სარისკოა .
სხავ რავიცი თავდასხმაში ყველაზე ნაკლებად გვიჭირს ალბათ,გოლის გატანა არც არასდროს იყოს ჩვენი პრობლემა.
რას იტყვით?
პ.ს. თხოვნა იქნება ვიმსჯელოთ სერიოზულად,ხუმრობის გარეშე
This post has been edited by Dima Fan on 3 Jun 2013, 13:41