ეს ახალი თემაა მარტო სირბილზე, ვიცი აქ გახსნილია თემა ვარჯიშზე მაგრამ არ მგონია რომ ამ ახალმა ბლოგმა ხელი შეუშალოს ვინმეს ამიტომ ადმინს ვთხოვ არ გააუქმოს, და ხალხმა დაწეროს თავისი აზრი და გაუზიაროს ერთმანეთს ცოდნა.
ახლახანს სირბილის გამო მუხლი დავიშავე და ამ პოსტსაც იმიტომ ვწერ. მინდა ჩემი მოსაზრება ჩამოვაყალიბო სირბილზე და ვისაც ემის ეს თემა იმანაც დაწეროს თავისი აზრი, ვისაც არ წაიკითოს და ჩემსაცით შეცდომები არ დაუშვას მე დამწყებებისთვის ვამბობ.
მე სატრენაჟორო დარბაზში დავრბივარ ერთი თვეა რაც დავიწყე ყოველ დღე დავდივარ სახლთან ახლოსაა და იმიტომ , თავიდან 1.5 კილომეტრს დავრბოდი 7კმ/სთ სიჩქარით თანდათან გავზარდე და 3 კვირაში 5 კილომეტრს დავრბოდი 9 კმ/სთ სიჩქარით.
ერთი კვირის წინ მუხლი ვიტკინე ანუ რამეს კი არ მივარტყი უბრალოდ საღამოს ვირბინე ხოლო დილარ რომ გავიღვიძე მუხლი მტკიოდა სიმპტომები: მტკივა მუხლის სარქველი (ჩაშკა) და ის ქვემოთ გარშემო თითქოს მიხურს, რომ არ ვინძრევი ტკივილს ვერ ვგრძნობ,დიდხანს თუ ვზივარ მერე თითქოს მუხლი ჟანგიანივით მაქვს, როგორც ვამჩნევ რომ დავდივარ დახურდება უფრო არ მიჭირს და არ მტკივა. ჩაშკას აქეთ-იქით რომ ვწევ არ მტკივა არც ხელს რომ ვაჭერ.
ეხლა რაც მთავარია ერ რომ დამემართა აღარ მირბენია მეორე დღეს იმდენად აღარ მტკიოდა , მესამე დღეს თითქმის აღარ მტკიოდა, მეოთხე დღეს თითქმის ვერ ვგრძნობდა ამის მერე საერთოდ აღარ მაწუხებდა . ხოდა მეც ვიფიქრე მომიშუშდა მეთქი და 4 დღის შემდეგ ისევ ვირბინე (ხო ვიცი ვიცი მივქარე) ორი კილომეტრი არაფერი ჩვეულებრივად გავირბინე ორი კილომეტრის მერე კი ცოტა ამტკივდა და მიმატა და 4 კმზე ჩამოვედი სარბენი ბილიკიდან და მაგრად მტკიოდა იმ საგამოს (ანუ გუშინ) საკმაოდ მტკიოდა დღეს ისე ძლიერ არ მტკივა ცოტა მასვალებს თორე სხვა არაფერი. ხოდა დღეს ინტერნეტში დავჯექი და ვიპოვე საიტი სადაც აღწერილი იყო ჩემი სიმპტომები საიტზე აღწერილი იყო მორბენლების 10 ყველაზე გავრცელებული დაავადება და ამ დაავადებას ხონდრომალაცია ქვია აი სტატია: ХОНДРОМАЛЯЦИЯ
სხვათა შორის საიტზე ავტვირთე ვორდის ფაილი სადაც აღწეილია მორბენლების ათი ყველაზე სავარაუდო ტრამვა მე ამ დოკუმენტიდან გავიდე ჩემ ტრამვაზე იქნებ სხვასაც დაეხმაროს აი ლინკი:
http://www.link.ge/file/308307/--------------.rar.html ვინც დარბიხართ მაინც გადაიწერეთ რა იცი რაში გამოგადგებათ.
ამ ამცბის მერე დავჯექი და სერიოზულად დავიწყე ქექვა ინტერნეტში სირბილის თემაზე როგორ უნდა ირბინო სწორად და რამე
ქართუ საიტებზე არაფერი არ დევს , რუსულზე ვიპოვე რააღაცეები სტსტიები , რჩევები :
1. დამწყებმა უნდა იყიდოს სპეციალური ბოტასი რომელსაც რბილი ძირი ექნება უფრო მეტი ამორტიზაციისთვის.
(მე დავრბოდი პუმას ბოტასებით კარგი ბოტასია მაგრამ უფრო ბუცია და არა ბოტასი ანუ ასეთა
http://www.amazon.com/adidas-Mens-adiNOVA-..._sbs_shoe_2_img ეს მართალია ადიდასია მაგრამ ესეთივე ფაქტურისაა მყარ ძირზე , როგორც მერე სიტებიდან გავარკვიე სარბენი ბოტასი სრულიად განსხვავებულია გა უნდა იყოს რბილძირიანი რათა უფრო მეტი ამორტიზაცია მოახდნოს და ფეხი არ დაგიზიანდეთ. სარბენი ბოტასი უნდა იყოს ასეთი
http://www.amazon.com/gp/search/ref=sr_nr_...&rnid=679256011ანუ რბილძირიანი დიდი ფუმფულა ბოტასი , რათა ფეხი რბილად დაეცეს მიწაზე თუ სარბენ ბილიკზე.
2. ამასთამ წერია რომ ორგანიზმი პირველი 30 წუთი წვავს გლიკოგენს და მხოლოდ იმის მერე რაც ის ილევა 30-40 წუთში იწყებს ცხიმის წვას.
3. დამწყებმა თავიდან უნდა ირბინოს 1.5-2 კმ მაქსიმუმი და ისისც ნელი სირბილით , სწრაფ ნაბიკზე ცოტა უფრო სწრაფად.
და კვირაში მხოლოდ 3-ჯერ რათა ორგანიზმმა მოასწროს აღდგენა და კუნთებმა დაისვენოს, ამასთამ მკაცრი შეზღუდვებია დისტანციის გაზრდაზე რათა ორგანიზმი თანდათან შეეჩვიოს დატვირთვას დაშვებულია კვირაში მხოლოს დისტანციის 5-10 %-ით მომატება ანუ 100-200 მეტრი. (მაგალითად მე სირბილი 5 იანვარს დავიწყე ტავიდან 1.8 კმ-ს დავრბოდი მეტს უბრალოდ ვერ ვახერხებდი, ხოლო იანვრის ბოლოს უკვე 5კმ-ს დავრბოდი თან ყოველდღე, მაშინ როცა ამ კალენდარით ანუ 10% გაზრდით 15 კვირაში უნდა მიმეღწია ამ შედეგისთვის, ამას შესაბამისი შედეგი მოყვა)
თუ ვინმეს შეუძლია დაწეროს ამ თემაზე და გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა ამ ამბავში მარტო თავი დაადე და ირბინე რამდენიც გინდაო ესეც არ ყოფილა. რეგულარულ ვარჯიშს სისტემა და ცოდნა უნდა თორე ტრამვას მიიღებ.
* * *
ხო მართა აი კიდევ ერთი დოკუმენტი სირბილზე საკაოდ ნათლად წერია ყველაფერი , ხო კიდევ სამოტივაციო ფოსტერი ბიჭებს მოეწონებათ
http://www.link.ge/file/308312/SIRBILI.rar.html * * *
ეს კიდევ ჩემს მიერ სირბილზე მოქექილი მასალა იმედია დაგეხმარებათ.
http://www.link.ge/file/308322/SIRBILI.rar.html