ალქაჯთა შაბაშის შესახებ ჯერ მოკლე მიმოხილვას დავწერ, რომ ავხსნა რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. შემდეგ კი დაინტერესების მიხედვით განვავრცობ და ახალ ინფორმაციას დავდებ.
ასევე მივესალმები ნებისმიერ ინფორმაციას რომელიც დაიდება თქვენს მიერ და განხილვეს, დისკუსიებს თემასთან დაკავშირებით

ოკულტური კალენდარი 13 სავსემთვარეობის დღესასწაულს და 8 შაბაშს შეიცავს.
სავსემთვარეობის დღესასწაულებიწელიწადში 13 სავსემთვარეობაა, არსებობს ვერსია რომ ამ დღეს ხდება ადამიანებში არსებული ძალების გამოთავისუფლება, ენერგიის მოზღვავება. 13 სავსემთვარეობა ზუსტად ემთხვევა 13 მთვარის დღესასწაულს.
მთვარის რიტუალი ტარდება სამყაროს შემოქმედი და მაცოცხლებელი ძალის საპატივცემულოდ. ალქაჯები ამ დღეს ბუნების უდიდეს ძალებს მოუწოდებენ, ამყარებენ სულებთან კავშირს.
შაბაშიჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინ იყო მხოლოდ ორი დღესასწაული ბელტეინი და სამხეინი. ეს დღესასწაულები ორ ნაწილად ყოფს წელიწადს.
მოგვიანებით ევროპის ტერიტორიაზე ოკულტიზმი განვითარდა და კალენდარში კიდევ ორი დღესასწაული დაემატა ესენია : იმბოლგი და ლაგნასადი (ლამასი)
ამის შემდეგ გერმანელმა წარმართებმა დაამატეს კიდევ ორი დღესასწაული გაზაფხულის ბუნიობა და შემოდგომის ბუნიობა. ასე მივიღეთ რვა შაბაში.
შაბაშის თარიღს განსაზღვრავს მზის მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები, რომელსაც ის წლის განმავლობაში გადის. ითვლება რომ შაბაში, ანუ ეს დღეები წარმატების მომტანია, ის დაკავშრებული წელიწადის დროებთან, სეზონურია ამ დღესასწაულებთან დაკავშირებულ რიტუალებს იყენებენ იმისთვის რომ გამოიყენონ ამ დღის ენერგია ცხოვრების გაუჯობესების და წარმატებისთვის.
სამხეინი - 31 ოქტომბერი (ჰელოუინი, სულების დღე, ჰელომუსი) ამ ღამეს სესაძლებელია უფრო მარტივად გათავისუფლდეთ წინაღობებისგან. ეს დღეები უკავშირდება სიკვდილს და მსხვერპლშეწირვასაც. ეს პირველი და ყველაზე მნისვნელოვანი დღესასწაულია, როგორც ახალი წელი. ეს დღე არის მთავარი შაბაში.
იოლი - 21-22 დეკემბერი ( ბუნიობა) ეს შაბაში საკუთარ თავში ახალი ძალების აღმოჩენას და მათ განვითარებას უკავშირდება. მედიტაციისთვის არის კარგი დღე
იმბოლგი - 2 თებერვალი (ცნობილია როგორც ანთებული სანთლის სახელითაც, იგივე ჩირაღდნების დღესასწაული) ამ დღეს რაც შეიძლება მეტ სანთელს ანთებენ. ეს შაბაში განწმენდის შაბაშია.
ოსტარა - 21 მარტი (ბუნიობა) ასევე ცნობილია რომ ოსტარა ჯერ კიდე დიონისეს პერიოდიდან იღებს სათავეს, ასევე კელტური ფრინველების დღესასწაულია. ამ დღეს ატარებენ რიტუალებს რომელიც მომავლის წინასწარმეტყველებას უკავშირდება, ცნოილია როგორც გაზაფხულის პირველი დღე
ბელტეინი - 1 მაისი (ბელტანი, ვალპურგის ღამე) აღინიშნება 30 აპრილი-1 მაისის ღამეს. სამხეინის საპირისპირო მხარე, მნიშვნელობით მეორე დღესასწაული. ასევე ნაყოფიერების უდიდესი დღესასწაული. ამ დღესასწაულს ასევე გერმანელი წარმართები ალქაჯების დიდ შაბაშსაც უწოდებენ.
ლიტა - 21 ივლისი ძალიან ძლიერი მაგიური ღამეა, ითვლება რომ ამ დღეს სიზმარი და ცხადი შესაძლოა ერთმანეთში აირიოს.
ლაგნასადი - 1 აგვისტო ამ დღესასწაულის მთავარი სიმბოლო მზეა, ეს დღე მოსავალს უკავშრდება, მიწას, ღვინოს, ხოლო ალქაჯების შაბაში ამ დღეს მზის ღმერთისთვის მოსავლის გადაცემით, ასე ვთვათ მისთვი ძღვენის გადაცემით. ეს უფრო სამადლობელო საბაშია.
მაბონი - 21 სექტემბერი ეს შაბაში არ უკავშირდება ხმაურიან აღნიშნვნას,ეს უფრო ჩუმი და მშვიდი შაბაშია, რომლის დროსაც ალქაჯები რუნებს აკეტებენ ხისგან
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.