რუსული ბაზარი გადაგვარჩენს...
რუსმა მესაზღვრეებმა მეჯვრისხევის გასასვლელთან 55 წლის ავთანდილ კვირიკაშვილი დააკავეს
18:35 30-04-2013
რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ მეჯვრისხევის გასასვლელთან 55 წლის ავთანდილ კვირიკაშვილი დააკავეს და ღრომის ხეობის მიმართულებით წაიყვანეს.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კვირიკაშვილი ღრომის მილიციიდან ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში სხვა დაკავებულების მსგავსად კვირიკაშვილსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას დასდებენ ბრალს, თუმცა, თვითმხილველები აცხადებენ, რომ კვირიკაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
მოსახლეობის განცხადებით, ბოლო პერიოდში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებები იმის გამო გახშირდა, რომ ოსური მხარე საჯარიმო სანქციებს იყენებს. დაკავებულებს გარკვეულ საჯარიმო თანხას ახდევინებს და სწორედ აქედან გამომდინარე ხდება მასობრივად საზღვრისპირა სოფლებში დაკავება, რომ მათ ბიუჯეტში გარკვეული თანხები შევიდეს.
როგორც ცნობილია, სოფელ მეჯვრისხევში დაკავებული კვირიკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, სავარაუდოდ, მისი გათავისუფლება მოკლე დროში მოხერხდება.
http://www.interpressnews.ge/ge/konfliqteb...i-daakaves.html