#36257599 · 2 May 2013, 01:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასე რომ, როგორც სათაურშია, ხვალ ვხვდები უცხოელ ჟურნალისტს რომელიც საქართველოში მოდის სიუჟეტის გასაკეთებლად და მე მთხოვა რამე საინეტერესო ამბავი თუ ვიცი რომ სიუჟეტი მასზე გააკეთოს. სიუჟეტი უნდა იყოს: 1.დრამა. მაგალითად ამბავი სოფელზე რომელიც რაღაც მიზეზის გამო დაიცალა, ან ქალაქზე სადაც ომი მოხდა, და ვთქვათ იძულებით გადაადგილებულები ცხოვრობენ, ანაც სულაც შეიძლება არ იყოს ომზე და დევნილებზე და იყოს სიტყვაზე თეატრზე ან რამე შენობაზე რომელსაც რამე ტრაგედიული ისტორია აქ. 2.სიუჟეტი სადაც გადაღება მოხდება უსაფრთხო უნდა იყოს. 3. აფხაზეთზე და ოსეთზე თემა არ უნდა, უფრო ავთენტური უნდა იყოს და არა ვთქვათ ნიუსებში გამოჭენებული ახალი ამბავი.
მოკლედ, ორიგინალური და განსხვავებული ამბავი უნდა იყოს. შეგიძლიათ თუ იცით რამე ისეთი ამბავი რომელიც ზემოთ ჩამოწერილს აკმაყოფილებს რომ მომწეროთ? ასევე თუ იცით სექტემბერში რამე ფესტივალი ან ტრადიციული რამე ღონისძიება თუ ტარდება?
წინასწარ დიდი მადლობა ყველას და იმედი მაქვს არ დაიზარებთ და მომწერთ.
|