ესეიგი, მაქვს იდეა: ფოტოზე არის გამოსახული ყუთი. ყუთის შიგნით არის მოთავსებული (ამ შემთხვევაში) ელექტრონული გამაცხელებელი. ამ ყუთის გარსსა და ამ გამაცხელებელის გარსს შორის არის უჰაერობა (ვაკუუმი). მაგნიტების დახმარებით გამაცხელებელი ზუსტად ცენტრშია მოთავსებული ისე, რომ კიდეებს არ ეხება. *გამაცხელებელი არის მოთავსებული სინათლეგაუმტარ ყუთში.
*) იდეა იმაშია, რომ სითბო არ გამოიყოს და შესაბამისად გარემო არ მიიღებს გამოყოფილ სითბოს და არც იცხელება მსოფლიოში
ხოდა მაქვს შემდეგი კითხვები:

1) ასეთ პირობებში ყუთი მიიღებს თუ არა სითბოს გამაცხელებლისგან?
2) ელექტროენერგიის ეგრე გადაცემა (შეხების გარეშე) მცირე დისტანციაზე შესაძლებელია თუ არა?
3) თუ სითბო არ გაიცა, მოიმატებს თუ არა ტემპერატურა გამაცხელებელში?
4) და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი: იდეა როგორია?