ინფორმაცია ძველია, მაგრამ ჩვენთვის უხერხული, ალბათ ამიტომ ავუარეთ გვერდი მის შეფასებას.
ახმედ ზაკაევი: “საქართველოში ჩეჩენი მებრძოლები სააკაშვილის გარემოცვას ჩაჰყავდა“
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 15:25
http://saqinform.ge/index.php?option=com_c...7#axzz2S41dg76Mახმედ ზაკაევი - დაიბადებული April 26, 1959, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერმინისტრის მოადგილე და ამჟამინდელი პრემიერმინისტრი. ასევე, გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ პოსტზე იგი დანიშნა ასლან მასხადოვმა, 1997 წლის არჩევნებზე გამარჯვებისთანავე, ამავე პოსტზე დაინიშნა ზაკაევი 2006 წელს, აბდულ ჰალიმ სადულაევის მიერ.
პირველი ჩეჩნური ომის დროს მონაწილეობას იღებდა გროზნოს დასაცავად ბრძოლებში, სხვა საბრძოლო ოპერაციებში, ასევე - რუსეთთან უმაღლესი დონის მოლაპარაკებებში.
2002-ში, როცა ზაკაევი უკვე დევნილობაში იმყოფებოდა, რუსეთმა მას ბრალად დასდო სხვადასხვა კრიმინალური ხასიათის დანაშაულში, მათ შორის ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა
2003 -ში ბრიტანულმა სასამართლომ სამხილების უკმარისობის გამო, არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა ექსტრადიციაზე, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულად გამოაცხადა, ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ ზაკაევი ვერ გადაურჩებოდა წამებას, თუკი მას მოსკოვს გადასცემდნენ.
2003 ზაკაევმა მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ბრიტანეთში და მას შემდეგ მუდმივად ცხოვრობს ლონდონში.
2012 წელს ახმედ ზაკაევზე განხორციელდა თავდასხმა, რომელშიც ბრიტანული MI5 ჩეჩნეთის პრეზიდენტს, ხოლო თავად ზაკაევი პუტინს ადანაშაულებს.
ხოდა რა ხდება- მეთქი.
საბოლოოდ გაამჟღავნა ზაკაევმა საკუთარი თავი, თუ...
თემა არ გამიხსნია ნიშნის მოგების მიზნით.
ჩემი სუბიექტური აზრი, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასეთია:
მართალია ზაკაევი, სამწუხაროდ.
ისევე, როგორც ხიზრი ალდამოვი.
ისიც ვიცი, რომ ეს სიმართლე შესაძლებელია ჩვენთვის საზიანო აღმოჩნდეს,
მაგრამ დამალვა ბევრად უფრო საზიანო იქნება. ვერც დამალავ, რომც მოინდომო - ყველამ იცის, ვისაც ჭირდება და აინტერესებს, თავის მოტყუებას კი რა აზრი აქვს?
ამ ამბის გამოძიება საზოგადოებისათვის უნდა გახდეს იმის ნიშანი და ამავე დროს - მყარი პირობა, რომ ამდაგვარი ავანტიურისტული პროექტები საქართველოში აღარასოდეს დაიგეგმება და განხორციელდება.
დამალვა კი ... იგივე ავანტურისტული გზის გაგრძელება იქნება.
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, პატარა ქვეყნის ტყუილს - განსაკუთრებით.
ტყუილისთვის ისჯებიან, პატარა ქვეყნები - განსაკუთრებით.
This post has been edited by crocodile on 1 May 2013, 22:43
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)