
თბილისი - აეროპორტის გზატკეცილი !
ამ გზაზე მთელს გაყოლებაზე იყო პატარა ბუჩქები, რომელიც გამონაბოლქვს შთანთქავდა, რაც ასეთი გზისთვის აუცილებელია
"რეაბილიტაციის" შემდეგ აქ ჩამოიტანეს თეთრი ქვები და ბუჩქების მაგივრად დაყარეს, რამაც ბევრ მძღოლს საფრთხე შეუქმნა, რადგან ხშირად ცვივა ხოლმე ეს ქვები საავტომობილო გზაზე.
ამის გარდა სავარაუდოდ ქვების დაყრის დროს გამორჩათ რაღაც და მთელს გაყოლებაზე ამოდის ხოლმე ბალახები და ყვავილები .
თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა აქ არის მერიის თანამშრომლების შრომა ამ ყვავილების მოსაშორებლად, რომელიც უკვე თვეობით გრძელდება !
აღიარეთ რომ არ გაამართლა ამ აწ უკვე გაშავებულმა ქვებმა და დარგეთ ისეთი ბუჩქები რაც გამონაბოლქვს შთანთქავს და არც ამ ადამიანებს მოუწევთ ყოველდღე ბალახების მოწყვეტა
Kakha Kaladze კახა კალაძე
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly
https://m.facebook.com/story.php?story_fbid...mibextid=qC1gEa This post has been edited by Adam_Beyer on 2 May 2023, 23:22