თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, თსუ-ს სტუდენტი ლევან ღ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში თანაკურსელი, 1990 წელს დაბადებული გვანცა ადამია მე-3 სართულის შიდა კიბის მოაჯირიდან ძალის გამოყენებით გადააგდო, რის შედეგადაც გოგონა მძიმედ დაშავდა. დაშავებული რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გვანცა ადამია-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა.
დაცვის თანამშრომლებმა ინციდენტში ეჭვმიტანილი პირი შემთხვევის ადგილზე შეაჩერეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ლევან ღონღაძე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19-108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/krim...akavebulia.htmlციტატა სხვა საიტიდან :
აქ არანაირად არ ჩანს აფექტურ მდგომარეობაში ყოფნა საქმე გვაქვს განძრახ ჩადენილ დანაშაულთან და იმედია უმკაცრესად დაისჯება ღონღაძე

ადამიანს ხელში რომ აიყვან და გადმოაგდებს ეს არ არის აფექტური მდგომარეობა , ხელი რომ ეკრა და ისე გადავარდნილიყო ცოტა სხვა საქმეა მაგრამ იმ ნაბიჭვარმა გოგო ხელში აიყვანა და ისე გადმოაგდო .....
აქ ფორუმზე პოლიტიკის განყოფილებაში ეს თემა გადაიქცა მარაზმად საცოდავი გოგო გაამტყუნა ზოგიერთმა " იდიოტმა " თითქოს გოგოები არიას ისეთები რომ კაცს მწყობრიდან გადაიყვანსო
მოკლედ ქართულ საზოგადოებას მენტალური პრობლემა აქვს

სრულ გამომრჯამრთელებას ვუსურვებ გვანცას ....
This post has been edited by VIP Blogger on 3 May 2013, 03:05