ზოგადი მიმოხილვაარის Wit Studio-ს მიერ წარმოებული, ამავე სახელწოდების მანგაზე დაფუძნებული ანიმე სერიალი, რომლის პრემიერა შედგა 2013 წლის 6 აპრილს, MBS-ზე.
რეჟისორი: ტეცურო არაკი
მანგის ავტორი: ჰაჯიმე ისაიამა
ეპიზოდის ხანგრძლივობა: 24 წუთი
შეფასება: R (17+) (სერიოზულად, ძალიან სისხლიანი და მძიმეა, ბავშვებს არ ანახოთ)
სიუჟეტირამდენიმე ასეული წლის წინ, ადამიანთა რასა ტიტანებმა თითქმის გაანადგურეს.
ტიტანები საშუალოდ ადამიანებს 4-5ჯერ აღემატებიან სიმაღლეში, არ აქვთ არანაირი ინტელექტი და ადამიანებს ჭამენ (აღსანიშნავია რომ ამას სიამოვნებისთვის აკეთებენ).
ადამიანთა რასის მცირე პროცენტი გადარჩა და ააშენა კედელი, რომელიც ყველაზე მაღალ ტიტანებსაც კი არაერთხელ აღემატებოდა სიმაღლეში.
გადმოვიდეთ სიუჟეტის მიმდინარე დროში, ტიტანები კედლის მეორე მხარეს საუკუნეა არ გადმოსულან.
თუმცა თითქოს არსაიდან ჩნდება გიგანტური ტიტანი რომელიც კედელს ანადგურებს.
მთავარი პერსონაჟი (ერენი) და მისი და (მიკასა) საშინელი ტრამვას მიიღებენ როდესაც ტიტანები ქალაქს ანადგურებენ, ისინი იხილავენ როგორ შეჭამს ტიტანი მათ დედას.
ერენი დაიფიცებს რომ მოკლავს ყველა ტიტანს და მთელი ადამიანთა რასის სახელით შურს იძიებს
ბმულებიუყურეთ ონლაინში (ინგ.სუბტიტრებით)
http://www.anime44.com/category/shingeki-no-kyojinწაიკითხეთ მანგა (ინგლისურად)
http://www.mangareader.net/shingeki-no-kyojinესეც ტრეილერი (შეიცავს კადრებს სხვა ეპიზოდებიდან, ამიტო თუ უკვე გადაწყვიტეთ რო ნახავთ ამ ტრეილერს აღარ უყუროთ)
(სამწუხაროდ უკეთესი ტრეილერი ვერ ვნახე, სერიალის სიმაგრის მეასედსაც ვერ ანახებს)
P.S: დღეს გადავაწყდი, ჯერ სულ 4 სერიაა (ამ თემის გახსნის მომენტში), მაგრამ აი ძალიან მაგარია!

ხოდა მოკლედ იმსახურებდა თემას და იმედია დაიწყებთ ყურებას!
(გირჩევთ როგორც ანიმეს მოყვარულებს, ასევე არა ანიმეს მოყვარულებს, წესით ვისაც ასეთი სერიალები მოსწონს ყველას უნდა გაუსწორდეს!)
This post has been edited by ერეკლე! on 3 May 2013, 16:03