
გიორგი (გივი როგორც მას ახლობლები და მეგობრები უწოდებენ) კასრაძე დაიბადა 1929 წლის 27 თებერვალს თბილისში.
XX საუკუნის ქართული ხელოვნების განვითარებაში გივი კასრაძეს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. მისი, როგორც ხელოვანის ინტერესების სფერო ფართო და მრავალმხრივია: ასურათებს წიგნებს, სამხატვრო აკადემიაში ასწავლის ფერწერას, მუშაობდა კინემატოგრაფიაში როგორც თოჯინური ფილმების სცენარისტი, დამდგმელი მხატვარი, დამდგმელი რეჟისორი. . .ხელოვნებაში მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის ყოველი მხარე დატვირთულია შემოქმედებითი ძიებებით.
კინოსტუდიაში 30-წლიანი მუშაობის ნაყოფია ისეთი ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმები, როგორებიცააა ,,ყოჩაღი ბაკური” (1971), ,,კომბლე”(1979), ,,მგელი და კრავი” (1981), ,,გოგონა და თოვლის გუნდა”( 1985) და მრავალი სხვ.
ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება