#36284274 · 4 May 2013, 10:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
3 მაისს სამწუხარო ამბავი შეიტყო საჩოგბურთო საზოგადოებამ. სიდნეიში, საკუთარ სახლში 55 წლისა პროფესსიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP World Tour) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ბრედ დრუიტი გარდაიცვალა. დრიუტს კარგა ხნის განმავლობაში ცენტრალური ნერვული სისტემა ჰქონდა მოშლილი და სწორე დეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.
დრიუტი ხსენებულ ორგანიზაციას 2012 წლის იანვრიდან მეთაურობდა, მოთამაშეობისას კი ერთეულთა 2 და წყვილთა 7 ტიტული აქვს მოგებული. ერთეულთა რეიტინგსიაში დრუიტის საუკეთესო პოზიცია 34-ე ადგილი გახლავთ.
ბრედ დრიუტის გარდაცვალებას როჯერ ფედერერი გამოეხმაურა და ამერიკული პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას სინანული გამოთქვა: “ბრედი ჩოგბურთელთა ლიდერი და მეგობარი იყო. დრიუტი ბრწყინვალე პრეზიდენტი და მოთამაშე გახლდათ. მას ცოტა ხნით მოუწია ATP-ის ხელმძღვანელობა, მაგრამ საკმაოდ ბევრიც მოასწრო და საჩოგბურთო ოჯახსაც უერთგულა. მსოფლიო ჩოგბურთმა კარგი პიროვნება და მაღალი რანგის პროფესიონალი დაკარგა. ვიმედოვნებ, დრიუტის ხსოვნა დიდხანს შემორჩება ჩვენ მეხსიერებაში, ბრედის საქმიანობას კი სათანადო გაგრძელება მოჰყვება”.
--------------------
კარგად თუ დააკვირდები პირველ ვიდეოში კომენტატორი ამბობს ტვლიპოზი ტუტი კოზასე პაპარაპუპი. (c) gege84
თალია რა არის ? (c) ათუკა
Deutschland - გალში 28 წლის გოგო მოუკლიათ
დავიდ ვილია - მოუკლავთ
|